მაკდონალდსის ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანია Mc Happy Day დაიწყო
მაკდონალდსი აგრძელებს ყოველწლიურ ტრადიციას და 15 აპრილიდან 1 ივნისამდე საქველმოქმედო კამპანიას — Mc Happy Day მართავს. მაკდონალდსისთვის განათლების ხელშეწყობა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა პრიორიტეტულია, ამიტომაც საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანია ინკლუზიური სწავლების სკოლების ბენეფიციარებს დაეხმარება — ის მცირემხედველი ბავშვებისთვის შესაბამის ინვენტარს შეიძენს.
სპეციალური ინვენტარი, რომელსაც მაკდონალდსი ბათუმის, თბილისის, ქობულეთის, ხულოს, სოფლების — ქეთქეთის, ახალშენისა და ოჩხამურის ინკლუზიური პროფილის სკოლების ბენეფიციარებს გადასცემს, უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებს სწავლასა და ყოველდღიურ საქმეებს გაუადვილებს.
სკოლების ბენეფიციარებს გადაეცემათ მექანიკური ბრაილერი, რომლითაც ტოტალურად უსინათლოები ბრაილის შრიფტით ბეჭდვას შეძლებენ, ამასთან, მოსწავლეები და სტუდენტები აუდიოფორმატში ჩაწერილი ლიტერატურის და სახელმძღვანელოების წასაკითხ პლეერს დავალებების მოსამზადებლად და სამეცადინოდ გამოიყენებენ. გარდა ამისა, ბენეფიციარები მაკდონალდსისგან მიიღებენ გამადიდებელ ეკრანს მცირემხედველებისთვის, ხმოვან სასწორს პროფესიულ განათლებაში ჩართული უსინათლო პირებისთვის, სითხის საზომ მოწყობილობას, რომელიც უსინათლოებს ხმის გამოცემით ამცნობს ჭურჭლის სითხით შევსებას, თეთრ ხელჯოხს უსინათლოების დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის და ყურსასმენებს მათი ყოველდღიური საჭიროებებისთვის.
Mc Happy Day-ის ტრადიციული საქველმოქმედო კამპანიის მთავარი მიზანი იმ პატარების მხარდაჭერაა, რომელთაც სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა და სხვა ბარიერებთან გამკლავება სჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსი ინარჩუნებს Mc Happy Day-ს უნიკალურ ფორმატს და ის მომხმარებლებს საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობის საშუალებას წელსაც აძლევს. ამ მიზნით, მაკდონალდსის ყველა რესტორანში სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი, ბრენდირებული პრომო აქსესუარები — სტიკერი, წინდა, საკიდი და ჩანთა იყიდება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მცირემხედველი ბავშვების განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
პირველ ივნისს მაკდონალდსი ბენეფიციარებს თანხას საზეიმო ვითარებაში გადასცემს, ინვენტარის შესაძენად.
მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, Mc Happy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას უწევს დახმარებას. მაგალითად, 2019 წელს "საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის" ზუგდიდის ფილიალს — მინი ავტობუსების, ხოლო 2018 წელს ქუთაისის დღის ცენტრ "ჯადოსნურ სამყაროს" მინივენის შეძენაში დაეხმარა. 2017 წელს კომპანიამ, Mc Happy Day-ს ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციასთან — "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" ერთად, ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახი მოაწყო, 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის — ექოსკოპიის აპარატი, ხოლო 2015 წელს, სოციალურ საწარმო "ქედელთან" თანამშრომლობით, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლისთვის მიკროავტობუსი შეიძინა.
ამასთან, Mc Happy Day-ს კამპანიის ფარგლებში არაერთი საქველმოქმედო აქტივობა გაიმართა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, დიმიტრი ცინცაძის ფონდის თუ სხვა ორგანიზაციების მხარდასაჭერად.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები