ერდოღანი: სირიელ დევნილებს თურქეთის მოქალაქეობის მიღების შანსი აქვთ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სირიელ დევნილებს თურქეთის მოქალაქეობის მიღება შესთავაზა. ამის შესახებ პრეზიდენტმა კილისის პროვინციაში, სირიის საზღვართან ახლოს, რამადანის მარხვის დასრულებისადმი მიძღვნილ სადილზე განაცხადა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
„ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ სირიელ მეგობრებს, სურვილის შემთხვევაში, მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა“
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მალე გაავრცელებს ინფორმაციას მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ. ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, შეძლებს თუ არა თურქეთი 2,7 მილიონი დევნილის სრულად მიღებას, ან რა კრიტერიუმებით შეარჩევენ მათ, ვინც მოქალაქეობას მიიღებს და რა დრო დასჭირდება ამ პროცედურას.
„ჩვენ აღგიქვამთ როგორც დებს და ძმებს, თქვენ არ ხართ სამშობლოდან შორს, თქვენ ხართ თქვენი სახლებისა და მიწებისგან, თურქეთიც თქვენი სამშობლოა“ - ასე მიმართა კილისის პროვინციაში მცხოვრებ დევნილებს ერდოღანმა.
კილისის პროვინციაში 120 000 დევნილია, ეს რიცხვი ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას ჭარბობს.
2011 წელს ანკარამ უარი განაცხადა სირიელებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე და ისინი სტუმრის სტატუსით მიიღო. მხოლოდ მცირე რიცხვს მისცეს მუშაობისა და ცხოვრების უფლება.
ალ ჯაზირასთან ინტერვიუში თურქი პოლიტოლოგი მუსტაფა აკიოლი აცხადებს, რომ მთავრობის გეგმა მარტივი შესასრულებელი არ არის. მისი განცხადებით, თურქეთში ქართველი, სომეხი და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც ცხოვრობენ ეკონომიკური ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, უცნობია რამდენად შეეხება მათ მოქალაქეობის მიღების პროცესი, თუმცა სირიელი დევნილებისთვის ეს პროცესი გამარტივებული იქნება.
აიკოლი მიიჩნევს, რომ თურქეთის ოპოზიციის ლიდერები ერდოღანის ამ ნაბიჯს პოლიტიკური ხმების მიღების მცდელობას აფასებენ. მათი მოსაზრებით, ერდოღანი ამომრჩევლების „იმპორტს“ მოახდენს, რომლებიც მადლიერების გამო პრეზიდენტის მუდმივი ამომრჩევლები გახდებიან.
გარდა ამისა, აიკოლი მიიჩნევს, რომ მსგავსი რაოდენობის უცხოეროვანი ხალხის თურქ საზოგადოებაში ინტეგრირება ბევრ პრობლემას შექმნის, მათ შორის ეკონომიკურსაც.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები