ძალადობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან — წულუკიანი ნინუცა მაყაშვილზე
"ძალადობაზე საუბარი არასოდეს არ არის გვიან", — აცხადებს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და მსახიობსა და ტელეწამყვანს, ნინუცა მაყაშვილს საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არა მხოლოდ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. სწორედ ამიტომ ქართული ოცნების ხელისუფლების ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, რაც გულისხმობდა ევროპაში ყველაზე ძლიერი, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ინსტრუმენტის ხელმოწერა, ეს გახლავთ სტამბოლის კონვენცია, რომელსაც მე ხელი მოვაწერე 2014 წელს თქვენი ყველას, ქართველი გოგოებისა და ქალების სახელით.
ძალიან კარგია, რომ იმ 2-წლიანმა კამპანიამ, რაც იუსტიციის სამინისტროში ვაწარმოეთ ჩვენს პოლიციასთან ერთად, გამოიღო შედეგი და დღეს შედარებაც კი არ შეიძლება, იმდენად ღიად საუბრობენ უკვე ქალები წარსულ ძალადობაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ ნინუცა მაყაშვილი დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში, ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, რომ უარს არ აცხადებს. მე მინდა მას მოვუწოდო ითანამშროლოს საგამოძიებო უწყებებთან, რადგან ეს სხვა გოგოების, სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.", — თქვა მან.
წულუკიანი, რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას განცხადებებსაც გამოეხაურა და თქვა, რომ მას ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი ჰყავს და მოუწოდა საზოგადოებას, რომ შეწყვიტონ რეჟისორზე "თავდასხმები". მინისტრის თქმით, მისი თეატრიდან გაშვება არ იგეგმება.
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.
"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.
ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.
"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.
- ბესო ზანგურის მტკიცებით, ძალადობა მისთვის წითელი ხაზია, რომელსაც არასდროს გადაკვეთს
- ზანგურის აზრით, მაყაშვილისადმი სოლიდარობა და მისი კრიტიკა სტურუასა და თეატრზე თავდასხმაა
მაყაშვილის განცხადებას რუსთაველის თეატრი გამოეხმაურა. მათი თქმით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას. კითხვაზე, აპირებენ თუ არა ბესო ზანგურთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თეატრში პასუხობენ, რომ ძალადობის დამტკიცებისა და იურიდიული დოკუმენტის გარეშე ამის განხილვის უფლება არ აქვთ.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არა ვართ იურიდიული დაწესებულება, რომ ეს გამოვიძიოთ. [...] თეატრს არ აქვს უფლება, იურიდიული დოკუმენტის გარეშე განიხილოს რამე", — განაცხადეს პრესსამსახურში.
საჯარო განცხადების შემდეგ, ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამავე თემაზე:
- პროტესტის ნიშნად, აღარ ვაპირებ ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას — თამთა ინაშვილი
- "რეპრესიები!" — რობერტ სტურუა ბესო ზანგურზე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება
- "რუსთაველის თეატრში ხელს აფარებენ მოძალადეებს" — დათა თავაძე ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს
- ჩვენ ყველამ რაღაც დავაშავეთ, საზოგადოების პრობლემაა, რომ ნინუცა ამაზე არ ლაპარაკობდა — ნინო კასრაძე
- ბესო ზანგური არის, იყო და იქნება მუდამ მოძალადე — რუსკა მაყაშვილი
- ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით, ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს — ანა სანაია
- როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს — ჟორდანია
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
კომენტარები