რა შემთხვევაში შეუჩერდება მოსწავლეს სტატუსი — სამინისტროს ახალი რეგულაცია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების თანახმად, ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება. აქამდე მოსწავლის სტატუსი 90 სასწავლო დღის სკოლის ზედიზედ გაცდენის შემთხვევაში უწყდებოდა.
რეგულაციები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, მინისტრის ბრძანების მიხედვით, პირველ ეტაპზე, მოსწავლის სკოლაში/გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას წერილობითი ანგარიში წარუდგინოს.
"დოკუმენტში გარკვევით იქნება გაწერილი მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან მუშაობის 10-დღიანი ანგარიში (გაცდენის მიზეზის დადგენა, მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის აღწერა და სხვ.). ამასთან, მთავრობის დადგენილებით, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური პრობლემების გამო მოსწავლეს არ აქვს წვდომა ტელესკოლასა და ონლაინსწავლებაზე, მასწავლებელი ვალდებულია, მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი, მათ შორის სატელეფონო ფორმით უზურნველყოს. ხოლო მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს სკოლასთან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსწავლე დისტანციური სწავლების დროს სტატუსი შეჩერებისგან დაცულია", — აცხადებენ განათლების სამინისტროში.
სამინისტროს ცნობით, ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში კლასის დამრიგებელთან ერთად, განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან, ინფორმაციის მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში ოჯახში მივიდნენ. მათივე თქმით, განათლების სოციალური მუშაკები მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან.
"იმ შემთხვევაში, თუ აღწერილი ეტაპების გავლის შემდეგ, მოსწავლე არასაპატიო მიზეზების გამო სკოლაში მაინც არ გამოცხადდა, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება, თუმცა, სტატუსის აღდგენა მშობლის განცხადების საფუძველზე, მიმართვისთანავე შესაძლებელია. 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის ზედიზედ გაცდენა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო და მოიცავდა სასწავლო წლის ნახევარზე მეტს. აქამდე სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად საჭირო ღონისძიებები გაეტარებინა.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90-დღიანი ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გამოცხადდებოდა სკოლაში, მისთვის გაცდენების აღრიცხვა თავიდან იწყებოდა. შესაბამისად, მოზარდი მოსწავლის სტატუსით სარგებლობას აგრძელებდა იმის მიუხედავად, რომ, ფაქტობრივად, საგანმანათლებლო პროცესის მიღმა იყო დარჩენილი და სასწავლო პროგრამა აუთვისებელი რჩებოდა. ამასთან, სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოსწავლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორების პრევენციის მიზნით, დროულად მოეხდინა შესაბამისი რეაგირება", — განმარტავენ სამინისტროში.
უწყებაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს განათლების სისტემას, თითოეული მოზარდის განათლების ფუნდამენტური უფლების დაცვა უზრუნველყოს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები