საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა
"10 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო წარმატებულად დაბრუნდა ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე და ქვეყნისთვის უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად შეძლო ევროობლიგაციის განთავსება", — ამის შესახებ საინვესტიციო ბანკი, თიბისი კაპიტალი აცხადებს. მათი თქმით, ინვესტორების მოთხოვნა 4-ჯერ აღემატებოდა ბონდის თანხას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი მხრიდან ქართული ეკონომიკისადმი ნდობას.
როგორც თიბისი კაპიტალში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ასევე, ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან თანხის მოძიებას აპირებენ. მათივე თქმით, სახელმწიფო ევროობლიგაცია იქნება ამონაგების ორიენტირი სხვა ქართული არსებული და სამომავლო ფასიანი ქაღალდებისთვის. დაბალი ორიენტირი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვა ქართულ კომპანიებს უკეთეს ფასად განათავსონ ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბაზრებზე.
"ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწიფომ ასეთი უპრეცედენტოდ კარგი პირობებით მოახდინა ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ინვესტორთა პოზიტიური განწყობა გამოიხატა პირველ რიგში გაზრდილ მოთხოვნაში და დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც ისტორიულად ყველაზე დაბალია რეგიონში. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე ბონდების განთავსებაში", — განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ევროობლიგაციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, ვადა 5 წელი, კუპონი 2.75%,
ამ გარიგებაში საერთაშორისო ბანკებთან ერთად JP Morgan, Goldman Sachs, ICBC, ქართული საინვესტიციო ბანკებიც თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart მონაწილეობდნენ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
კომენტარები