5 კერძი, რომლის რეალური წარმოშობის შესახებ ალბათ არ იცი
ტრადიციული სამზარეულო კულტურის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია და ის, თუ როგორი კერძები უყვარს ამა თუ იმ ხალხს, ბევრ რამეს ამბობს მათ ხასიათსა და წარსულზეც კი.
თუმცა, ზოგჯერ კერძების წარმოშობას არასწორად მივაწერთ იმ ქვეყანას, საიდანაც ეს კერძი პოპულარული გახდა და არა მათ, ვინც რეალურად შექმნა გასტრონომიული ნიმუში. ამ სტატიაში იმ 5 კერძს წარმოგიდგენთ, რომელთა წარმომავლობაზეც აქამდე, შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია გქონდათ.
1. პასტა
რომელი ქვეყნის კერძი გვგონია — იტალია
საიდან არის რეალურად — ჩინეთი
იტალიური სამზარეულო და, მით უმეტეს, იტალიური კულტურა, სიმდიდრეს არ უჩივის, თუმცა, პასტაზე საავტორო უფლება ერთმნიშვნელოვნად აღმოსავლეთს აქვს. ეს კერძი მე-13 საუკუნეში გახდა პოპულარული იტალიაში, სადაც მისი რეცეპტი, სავარაუდოდ, ევროპელმა მოგზაურებმა ჩაიტანეს. ამ მოგზაურებმა კი კვერცხით და ფქვილით "ნუდლების" მომზადება მომთაბარე არაბებისგან ისწავლეს, რომლებმაც, თავის მხრივ, ჩინეთიდან დასავლეთში წაიღეს ეს კერძი. მიუხედავად ამისა, იტალიურ პასტას აღმოსავლური ანალოგისგან მომზადების წესში მაგარი ხორბლის ფქვილის გამოყენება განასხვავებს.
ჩინეთში ამგვარ კერძს ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნიდან ამზადებდნენ, თუმცა, ევროპაში მაგარი ხორბლის ფქვილის დამატებით პასტას შენახვის ვადაც გაეზარდა და უფრო გემრიელიც გახდა. ამასთან, იტალიაში მას ხმელთაშუაზღვისპირა სამზარეულოც შეერწყა და კერძი ქვეყნის გასტრონომიის ორგანულ ნაწილად აქცია.
2. დონატი
რომელი ქვეყნის კერძი გვგონია — ამერიკა
საიდან არის რეალურად — საბერძნეთი
დესერტი, რომელიც ამერიკელებს, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკში, ძალიან უყვართ, ცხადია, ყველას ამერიკული ჰგონია. თუმცა, მისი წარმომავლობა ოკეანისმიღმეთს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ დონატებს წრიული ფორმა არ ჰქონდათ, ამგვარი დესერტი პირველად ჰოლანდიელებმა ჩაიტანეს ნიუ-იორკში (უფრო სწორად, ნიუ-ამსტერდამში — როგორც ეს მაშინ ერქვა).
თუმცა, დონატების სამშობლო მაინც საბერძნეთია. ბერძნული დესერტი — ლუკუმადესი — რომელიც თაფლით და ნიგოზით დაფარული ბურთულა ღვეზელია, ოდინდელი კერძია. მისი წარმოშობის სავარაუდო დრო ძველი წელთაღრიცხვით 776 წელია, როდესაც მისით პირველ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულებს გაუმასპინძლდნენ.
3. კრუასანი
რომელი ქვეყნის კერძი გვგონია — საფრანგეთი
საიდან არის რეალურად — ავსტრია
ფრანგული საუზმის განუყრელი ნაწილი, რომელსაც სახელიც კი ისეთი ფრანგული აქვს, მეტი რომ არ შეიძლება, თურმე, სულაც არ შექმნილა საფრანგეთში. კრუასანის სამშობლო რეალურად ავსტრია, კონკრეტულად კი ვენაა.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ავსტრიული კიპფერლი კრუასანის წინაპრად მიიჩნევა და ამას მიზეზიც აქვს. ისტორიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ნახევარმთვარის ფორმის დესერტს მონასტრებში აცხობდნენ და იგი აღდგომის პაგანური აღნიშვნის ნაწილი იყო. კერძი პირველად მე-12 საუკუნეში იხსენიება.
4. ტეფტელი, იგივე გუფთა
რომელი ქვეყნის კერძი გვგონია — შვედეთი
საიდან არის რეალურად — თურქეთი
ალბათ გახსოვთ, რომ კარლსონის ყველაზე საყვარელი სასუსნავი დაბრაწული და კრაწუნა ტეფტელი იყო, კარლსონი კი სტოკჰოლმის ერთი ჩვეულებრივი ქუჩის ჩვეულებრივი სახლის სახურავზე ცხოვრობს. შესაძლოა, მასაც მიაჩნია, რომ ტეფტელი, იგივე გუფთა, შვედური კერძია, თუმცა, მისი წარმომავლობა საქართველოსთან უფრო ახლოსაა; ხორცისთვის საჭმელად უფრო მოსახერხებელი, ბურთულების ფორმის მიცემის იდეა თავდაპირველად თურქეთში დაიბადა.
თურქული კერძის რეცეპტი სკანდინავიაში, სავარაუდოდ, მე-18 საუკუნეში მოხვდა მეფე ჩარლზ XII-ის დამსახურებით. ტეფტელს თურქულად "ქიოფთას" უწოდებდნენ და მას ძროხის ან ბატკნის ხორცის ხახვთან, კვერცხთან, ოხრახუშთან, ბრინჯთან, მარილთან და პურის ნაფშხვენებთან შერევით ამზადებდნენ. ამ რეცეპტში შვედებმა მხოლოდ ხორცი შეცვალეს — სკანდინავიაში დღეს კერძს უმეტესად ღორის ხორცით ამზადებენ.
5. ნაყინი
რომელი ქვეყნის კერძი გვგონია — იტალია
საიდან არის რეალურად — მონღოლეთი
პასტასი არ იყოს, იტალიამ ნაყინიც იმდენად ორგანულ ნაწილად აქცია საკუთარი სამზარეულოსი, რომ ძნელია დაიჯერო, საზაფხულო სეზონის (და არა მხოლოდ) საყვარელი დესერტი კვლავაც შორეული აღმოსავლეთიდანაა.
ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ნაყინის წინაპარი თავდაპირველად მონღოლეთში გაჩნდა, თანაც, სრულიად შემთხვევით. ამბობენ, რომ მონღოლ მხედარს კამეჩის თუ იაკის რძე მიჰქონდა გობის უდაბნოში. როცა მოსაღამოვდა და ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა, ცხენის ჭენებისგან შედღვებილი სითხე გაიყინა.
1200-იან წლებში, მონღოლეთის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, რძის კრემის დესერტი დასავლეთშიც გავრცელდა. როგორც ცნობილია, მისი რეცეპტი იტალიაში მე-13 საუკუნის ბოლოს ჩაიტანა მარკო პოლომ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები