2017-2019 წლებში პროფესიულ და საგნობრივ გამოცდაზე მაქსიმალური შედეგი მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-ს ჰქონდა — აუდიტი
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017-2019 წლებში საგნობრივ გამოცდაზე მინიმალური შედეგი მასწავლებლების საშუალოდ 25%-ს, ხოლო პროფესიული უნარებზე — 27%-ს ჰქონდა. გაცილებით უფრო დაბალია მაქსიმალური შედეგის მაჩვენებელი — 60% და უფრო მაღალი ერთდროულად როგორც საგნობრივ, ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა მიიღო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში, მხოლოდ საგნის გამოცდაში მაქსიმალური შედეგი 10%-მა, პროფესიულ უნარ-ჩვევებში კი 8%-მა აჩვენა.
"პრაქტიკოსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის მეორე გზა — კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, მინიმუმ, 60%-იანი ბარიერის გადალახვა ორივე მიმართულებით, რომელიც სქემით განსაზღვრულ მაქსიმალურ შედეგს წარმოადგენს, 2017-2019 წლებში გამოცდაზე გასული მასწავლებლების 1,5%-მა შეძლო. ხოლო რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ამავე წლებში ჯამურად ასეთი მასწავლებლების რაოდენობა, საშუალოდ, საგნის გამოცდის მიმართულებით შეადგენს მხოლოდ 10%-ს, ხოლო პროფესიული უნარ-ჩვევების მიმართულებით — 8%-ს", — წერია ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, 2017-2019 წლებში გამოცდაზე 40-50%-იანი ზღვრის გადალახვა საგნობრივი მიმართულებით მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული მიმართულებით — 22%-მა შეძლო. მათივე ინფორმაციით, გამოცდაზე გასული მასწავლებლების მხოლოდ 0,27%-მა შეძლო საგნის გამოცდაში მაქსიმალური ქულის — 90 -100%-იანი შედეგის დაფიქსირება.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დოქტორის წოდება ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შეუძლიათ გახდნენ უფროსი მასწავლებლები, სხვა დანარჩენი აქტივობების განხორციელების გარეშე. მათი განცხადებით, ასეთმა მასწავლებლებმა 2017-2019 წლებში ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ, 0,1% შეადგინა.
აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი — 30%, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია. 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50%-მდე.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები