ამერიკელმა ტიკტოკერმა უსახლკარო კაცის ცხოვრება შეცვალა
ჯიმი დარტსი ცნობილი ტიკტოკერია და მას 1,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. ჯიმი გასართობ ვიდეოებს აკეთებს: ფანების მას დავალებებს აძლევენ, ჯიმი კი მათ უსიტყვოდ ასრულებს.
თხოვნები ნებისმიერი ხასიათის შეიძლება იყოს, "წაიყვანე უცნობი ადამიანი დისნეილენდიში", "შედი GUCCI-ის მაღაზიაში და იკითხე, რატომაა ყველაფერი ასეთი იაფი", "შეცვალე ერთი რამ შენს პირად ცხოვრებაში" და ასე შემდეგ. ჯიმიც, რა თქმა უნდა, ყურადღებით უსმენს ფანების მოთხოვნებს და უარს არასდროს ამბობს.
ბევრი სასაცილო თხოვნის გარდა, ტიკტოკერს ძალიან ემოციურ და სასარგებლო იდეებსაც აწვდიან. ცოტა ხნის წინ სთხოვეს, რომ უცნობ ადამიანი მოეძებნა და მასთან დღე ისე გაეტარებინა როგორც საუკეთესო მეგობრებს.
ჯიმის ეს იდეა ძალიან მოეწონა. ფლორიდას სანაპიროზე უსახლკარო იაჰას შეხვდა და დამეგობრება შესთავაზა. იაჰაც დათანხმდა მას, თუმცა არ იცოდა რომ ეს ამბავი მის ცხოვრებას შეცვლიდა.
დღე საინტერესოდ დაიწყო, ბიჭებმა როლიკებით ისრიალეს, კალათბურთი ითამაშეს, გემრიელად ჭამეს, მოკლედ თითქმის ყველაფერი გააკეთეს, რასაც საუკეთესო მეგობრები აკეთებენ.
"სანაპიროზე რომ შემხვდი, მე ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ვიყავი, როცა ვფიქრობდი რომ ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა და ცხოვრების გაგრძელებას, სიკვდილი მერჩივნა", — ამბობს ვიდეოში იაჰა.
იაჰა სანაპიროზე კარავში ცხოვრობს და მას მიერ გადაუხდელი გადასახადები რვა ათასს დოლარს აღწევს. სწორედ ამიტომ, ვიდეოს ბოლოს, დარტსმა თავის გამომწერებს სთხოვა, იაჰასთვის ფული შეეგროვებინათ. გულშემატკივრებმაც არ დააყოვნეს და რამდენიმე დღეში 10 ათასი დოლარი შეუგროვეს.
ჯიმის ამ ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა და მისი Tiktok-ის ანგარიშზე ეს ყველაზე პოპულარული ვიდეოა.
იაჰამ გულშემატკივრებს გულითადი მადლობა გადასცა. "დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის, ღმერთს ვევედრები რომ ეს სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდეთ", — ამბობს იგი.
ვიდეოს დადებითი გამოხმაურება აქვს. ჯიმის გამომწერები ამბობენ, რომ სწორედ მსგავსი შინაარსის კონტენტი უნდა იდებოდეს ტიკტოკზე. ბევრი მათგანი ამბობს რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოა, რაც კი მათ უნახავთ.
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
კომენტარები