8 ფრაზა, რომელიც ფემინისტს არ უნდა უთხრა
მე თვითაღიარებული ფემინისტი ვარ, რაც იმას ნიშნავს რომ ეს სტატუსი ჩემთვის არავის მოუნიჭებია. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ჩემი იდეები და ღირებულებები ემთხვევა ფემინისტურ შეხედულებებს და თავად განვიხილავ საკუთარ თავს ფემინისტად. ამიტომ, ვერ ვისაუბრებ სრული მოძრაობის სახელით, უბრალოდ შემიძლია ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
8 "საუკეთესო" ფრაზა ამოვარჩიე, რომლის მოსმენაც არც თუ ისე სასურველია, თუმცა ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
1. "ფემინისტებს კაცები გძულთ და მათზე ძალაუფლების მოპოვება გინდათ"
თუკი სულ 2 წუთს დავუთმობ და Google-ში ფემინიზმის განმარტებას ვნახავთ, მივხვდებით რომ ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მოითხოვს თანასწორობას. რაც დამეთანხმებით და ვინმეზე ძალაუფლების მოპოვებაზე სრულიად საპირისპირო ცნებაა.
ყველაფერი იმაზე მარტივადაა ვიდრე გვგონია. ფემინისტები თვლიან, რომ ქალები და კაცები თანასწორები არიან და მათ ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ.
სინამდვილეში, ძალიან ბევრ ფემინისტს უყვარს კაცები, მათ შორის, მეც.
2. "კაცი ვარ და ფემინისტი როგორ ვიქნები?"
ეს წინადადება ასე ითარგმნება: კაცი ვარ და თანასწორობის მომხრე ვერ ვიქნები. იმედი მაქვს, უმეტესობა თქვენგანი ასე არ ფიქრობს. რა თქმა უნდა, თუკი ამ იდეას ემხრობით, ეს სტატია ძალიან გაგაღიზიანებთ და ამის გამო ვწუხვარ. თუმცა, იმედი მაქვს, ბოლოს მაინც შევძლებ აზრი შეგაცვლევინოთ.
სინამდვილეში ფემინიზმი კაცებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და რეალურად მათ უფლებებსაც იცავს. ფემინისტები ებრძვიან, იმ სტერეოტიპულ შეხედულებებს, რომლებიც მამაკაცების მიმართ არსებობს. როგორც ამბობენ, ძალა ერთობაშია, ამიტომ თუ თქვენც შეუერთდებით ფემინისტებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, შედეგს ბევრად მალე მივაღწევთ.
ჩემი თუ არ გჯერათ, პროფესორ სნეიპს დაუჯერეთ
3. "თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ ფემინისტი არ ვარ"
წარმოიდგინეთ რომ ნაყინი გიყვართ, ყოველდღე მიირთმევთ, მაგრამ როცა გეკითხებიან თუ რას ჭამთ, ამბობთ რომ გაყინული იოგურტია.
ძვირფასო, არ მინდა იმედები გაგიცრუო, მაგრამ ფემინიზმი სხვა კი არაფერია, თუ არა თანასწორობის მხარდაჭერა.
4. "არადა რა ლამაზი გოგო ხარ"
სტერეოტიპი, რომ ფემინისტები "მახინჯი ქალები ვართ, რომლებსაც არცერთი კაცი ზედ არ უყურებს და გაბრაზებული ვიცავთ ჩვენს უფლებებს" ახალი არ არის. ჯერ კიდევ სუფრაჟისტების დროს, სწორედ მსგავს ნარატივს იყენებდნენ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც ხმის მიცემის უფლებას ითხოვდნენ. ახლა უკვე ყველა ქალს შეუძლია არჩევნებში ხმა დააფიქსიროს.
თუმცა, თუნდაც "მახინჯი" ქალები ვიყოთ, რომელსაც კაცი ზედ არ უყურებს და გაბრაზებულები ვიცავდეთ საკუთარ უფლებებს, რა პრობლემაა?!
5. "მე რადიკალი ფემინისტები არ მომწონს, თორემ შენ არაგიშავს"
კიდევ ერთი პოპულარული ფრაზა "სხვა გოგოებს არ ჰგავხარ" შემქმნელებისგან. მისი მიზანია ქალს თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოს. თუმცა, მაშინ როცა ერთ ქალს აქებ, მეორეს დამცირების ხარჯზე, უკვე ცდები.
ეს ყველაზე ყალბი კომპლიმენტია რაც შეიძლება მიიღო. გაიხსენეთ ყველა შთამაგონებელი ქალი, რომელიც თქვენთვის მისაბაძია.
რადიკალური ფემინიზმის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კი სტერეოტიპებს ემყარება. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც ამ წინადადებას ამბობს, წარმოდგენაც არ აქვს რას ითხოვენ ისინი.
6. "ფემინისტი ხარ და სასმელზე ვერ დაგპატიჟებ"
არსებობს შეხედულება, რომ ფემინიზმმა გააქრო რომანტიკა ურთიერთობებში. ესეც მხოლოდ მითია და აჩვენებს, რომ ქალებს და კაცებს სასიყვარულო ურთიერთობაზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ან უბრალოდ იმას, კაცებს ფლირტისა და შევიწროების გარჩევა არ შეუძლიათ.
თუკი თქვენ მოგწონთ გოგო და ის თავს ფემინისტად აღიქვამს, დამერწმუნეთ მისი სასმელზე დაპატიჟება ნამდვილად შეგიძლიათ. უბრალოდ აგრძნობინეთ მას, რომ არჩევანის საშუალება აქვს. შეუძლია გითხრათ უარი, რაც მის სურვილს გამოხატავს და პატივი უნდა სცეთ. ან თუ დაგთანხმდათ, შეუძლია სასმელის თანხა თვითონ გადაიხადოს. ეს უბრალო პატივისცემის გამოხატულებაა, რაც ბევრად უფრო მიმზიდველია ვიდრე დომინანტურობა.
7. "ფემინისტი თუ ხარ, წადი ჯარში"
საკითხი თავიდანვე არასწორადაა დასმული. ისევე როგორც სხვა ყველა თემაში, აქაც არჩევანის თავისუფლებაზე მივდივართ. მართალია ქალისთვის სავალდებულო არაა სამხედრო სამსახური, მაგრამ ბევრი მათგანს სურს გახდეს ჯარისკაცი, უფრო სწორად ჯარისქალი.
დღეისათვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 1834 ქალი მსახურობს. 2009-2015 წლები ავღანეთში მისიით 53 ქალი იმყოფებოდა, 2003-2008 წლები ერაყში - 161 ქალი, 1999-2008 წლები კოსოვოში – 10 ქალი. ეს ციფრები უფრო გაიზრდება თუკი ქალებს მიეცემათ კარიერული წინსვლის საშუალება ამ სფეროში. ასე რომ კი, ფემინისტს შეუძლია ჯარში წასვლა, თუკი ამის სურვილი ექნება. იმედი მაქვს, ამ არჩევანის საშუალება მალე კაცებსაც მიეცემა.
8. "აბა სად იჩაგრებიან ქალები საქართველოში?"
თუკი ამ წინადადებას ვინმე გეტყვით, დიდი შანსია, რომ ეს ადამიანი რეალობას ვერ ან არ აღიქვამს.
სექსუალური შევიწროება, ძალადობა ოჯახში, დისკრიმინაცია გენდერული კუთხით, არათანაბარი ანაზღაურება, ფემიციდი — ეს საკითხები დღეს აქტუალურია. რა თქმა უნდა, კაცებიც არიან შევიწროების, დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლი, ზუსტად ამიტომ გვჭირდება ფემინიზმი. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე ის, კაცებისთვისაც ხელსაყრელია.
რადგან ეს ფრაზები ჩამოვწერე, იმას არ ნიშნავს რომ ფემინისტს ვერ დაელაპარაკებით. დარწმუნებული ვარ, ამ მოძრაობის ნებისმიერი წარმომადგენელი მზად არის ჯანსაღ დიალოგში ჩაერთოს. თუკი თქვენი მიზანი მეტი ინფორმაციის მიღებაა. მერწმუნეთ, ფემინისტები მუდამ მზად ვართ გესაუბროთ თანასწორობაზე, თუნდაც ერთ ჭიქა ღვინოსთან ერთად.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები