მეუფე იაკობი: თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არა — რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებში, არაფერი მოხდება
ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობ იაკობიშვილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისა და კანონების მიღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "თუ უფალი ინებებს", ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და "თუ არ ინებებს", კარვებსა ქუჩებში "წამოწოლით" არაფერი მოხდება. ამის შესახებ მან ქადაგებისას განაცხადა.
"ცოტა დავფიქრდეთ და მოვიქცეთ ისე, ღმერთს რომ გაუხარდება. ნუთუ ჩვენს ღმერთს, ჩვენს დიდებულ წინაპრებს დღევანდელი მდგომარეობა გაახარებდათ? რომელიმე მხარეს გაამართლებდნენ? კეთილი უნდა ინებოთ და ქართველებს როგორც გვინდა ხო, შედით და კანონებიც მიიღეთ და ცვლილება, როცა მოემზადებით ცვლილებისთვის. თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება. თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებში თუ ქუჩებში, მაგითაც არაფერი მოხდება. ნუ აკეთებთ ჩვენი მტრების საქმეს, რამდენ ნაწილად გინდათ გახლიჩოთ საქართველო? რომ შემოვიდნენ, თქვენ გგონიათ, ერთი ქვეყანა შემოვა მარტო?!", — აცხადებს იაკობიშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებიც მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე "თავზე მოჯდომას" და პარლამენტში იმიტომ არ შედიან, რომ კანონების შეცვლა არ სურთ.
იაკობი ამბობს, რომ "რუსეთი ყველა მხარეს ათამაშებს და ვისაც მოსვლა უნდა, ისინიც სათამაშოები არიან". მისი აზრით, ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში იმიტომ მიდის, რომ იქ "არ მოსწონს რაღაცები" და ჩვენთან არ სჭირდება "ტანკი, ავიაცია ან წყალქვეშა ნავები", რადგან ერთმანეთშია დაპირისპირება.
"მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს ხარ, რუსის ტანკი ხარ, რუსის ძალა ხარ ქართულ ქვეყანაში".
გარდა ამისა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა პოლიტიკოსები არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ "საშინელი დანაშაული ჩაიდინეს" და არჩევნებს 3 000 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. იაკობი ამბობს, რომ უდიდესი შეცდომა იყო ბათუმში კარვებში "აცრების" ჩატარება (სავარაუდოდ, კორონავირუსზე ტესტირებას გულისხმობს), რადგან იქ ბევრი ადამიანი შედიოდა და "ტოვებდა ვირუსს და ყველაფრს"
"მერე პოლიტიკოსები აქეთ-იქით რომ დარბოდნენ, აჭარა შემოირბინეს, სამეგრელო, გურია, ყველაფერი, თბილისი და ის... გაავრცელეს, ჩვეულებრივი ბიოლოგიური იარაღები გახდნენ. რა იქადაგეს? შედეგი რა იყო? სიკვდილი ხალხის. და რა მივიღეთ? არა პარლამენტი... ზოგი იძახის შევალ, ზოგი იძახის არ შევალ. ვინ ხარ, რას გვამადლი, ყველა გეუბნება... რომ არ გვინდოდეს, არ გავიდოდით? მაგრამ ვის გინდა, რომ გვერდში დაუდგე. კარვებით და იმით რამეს დაამარცხებ?", — აცხადებს მეუფე იაკობი.
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები