ტესტი: რა გახსოვს კვირიდან, რომელიც მომდევნო თვეების პოლიტიკურ დღის წესრიგს შეცვლის
პოლიტიკური პროცესებით დატვირთული კვირა არამხოლოდ ჩვენი მკითხველისთვის, საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის არ არის უცხო, თუმცა რაც ამ კვირაში ხდებოდა, ჩვენივე წარმოდგენებში ბევრ რეკორდს ხსნის.
გახსოვთ რა ხდებოდა ორშაბათს? სამშაბათს? — გაგვიკვირდება, თუ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მალევე მოგაფიქრდებათ, იმიტომ, რომ ყოველი შემდეგი დღე ერთმანეთზე მეტად ხმაურიანი და დამაბნეველი იყო.
ვუახლოვდებით თუ არა მოლაპარაკებების დასრულებას და პარლამენტში ოპოზიციის შესვლას, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, თუმცა ფაქტია, რომ ამ კვირაში განვითარებული მოვლენები მომდევნო თვეების პოლიტიკურ დღის წესრიგს შეცვლის. ამიტომ სჯობს ახლავე გადახედო ამბებს და ჩვენი ქვიზის დახმარებით გაიხსენო, რა ხდებოდა კვირის განმავლობაში.
ტესტი: რა გახსოვს კვირიდან, რომელიც მომდევნო თვეების პოლიტიკურ დღის წესრიგს შეცვლის
ტესტის დაწყება1 / 12 კვირა ირაკლი კობახიძისა და ოცნების ლიდერების აშშ-ში ვიზიტით დაიწყო. რა მოხდა ამ მოვლენიდან ძალიან მალე:
- ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
- კობახიძემ კინზინგერს ტვიტერზე ანფოლოუ გაუკეთა
- ქართულმა ოცნებამ პირობა დადო, რომ ოპოზიციას რადიკალურს არ დაუძახებს
- ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა
2 / 12 რა გავიგეთ ექსპრემიერ გიორგი გახარიას სამომავლო გეგმებზე?
- მოლაპარაკებებში ჩართვას და პოლიტიკური კრიზისის დასრულება აპირებს
- ივანიშვილის ხათრით კობახიძესთან შერიგებას ცდილობს
- მონასტერშია და განწმენდას გეგმავს
- ყოფილი თანაგუნდელების ოპოზიციაში აპირებს ყოფნას და არჩევნებზე გადის
3 / 12 ჩამოთვლილთაგან, რა ქნეს გახარიას ძველი გუნდიდან წამოსულმა და მის ახალ გუნდში გადასულმა დეპუტატებმა?
როგორც ჩანს, საქართველოში ყველაფერი ახალი არც ისე კარგად მივიწყებული ძველია...
- მადლობა გადაუხადეს ივანიშვილის ისეთი დემოკრატიის აშენებისთვის, სადაც მათ ოპოზიციაში ყოფნის უფლება აქვთ
- პარლამენტის კედელზე დაწერეს: გახარია > ბიძინაზე
- პარლამენტში ოპოზიციის სკამები დაიკავეს
- ოპოზიციის დისკრედიტაციაში შეტანილი თავისი წვლილი მოინანიეს
4 / 12 დაძაბული საპროტესტო აქციების და რკინის ბარიკადების აღმართვის შემდეგ, რა შეთანხმებას მიაღწიეს რიონის ხეობის მცველებმა და ხელისუფლებამ?
- საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება
- მინისტრი აქტივისტებთან შეხვედრაზე 9 წუთზე მეტ დროს დაჰყოფს
- დიალოგი გაგრძელდება წითელი ხაზების გარეშე
- ჰესის მშენებლობა შეჩერდება
5 / 12 კვირა საკმარისად რთული იყო, ამიტომ ერთი განსატვირთი კითხვაც გეკუთვნის. ამჯერად რა კონტექსტში ახსენა ელისო ბოლქვაძემ პარიზი?
- შარდენზე შაბათ-კვირას დახურული კაფეები რატომ გიკვირთ, მონმარტზე სულ დახურულიაო
- მე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვარ და პარიზზე ლაპარაკს აღარ ვაპირებო
- იქ როაილი პარლამენტში კი არა საკრებულოებშიც კი აქვთო
- ნაგავში იქაც იქექებიანო
6 / 12 აირჩიეთ ფრაზა, რომლითაც კახი კახიშვილმა თავისივე გუნდის ყოფილი ლიდერი და ექსპრემიერი გიორგი გახარია დაახასიათა:
- "ქვეყანა ჩაკეტო და თქვა, სახლში იჯექითო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი"
- "იყო, არის და იქნება ყველაზე წარმატებული კრიზისმენეჯერი პანდემიებთან ბრძოლის ისტორიაში"
- "ბატონი ბიძინა რომ არა, არაფერსაც არ წარმოადგენს"
- "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა"
7 / 12 რას აპირებენ გირჩის ლიდერები ორშაბათს?
- პარლამენტში მისვლას, მაგრამ არშესვლას
- საპარლამენტო პრივილეგიებით სარგებლობას, მაგრამ სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას
- ყველა პასუხი სწორია
- გირჩის სამეფოს პარლამენტის შენობაში გადატანას
8 / 12 რა პოზიცია დააფიქსირა თეა წულუკიანმა ბესო ზანგურისა და რობერტ სტურუას თეატრიდან წასვლის საკითხზე?
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა. ზანგურმა ბრალდება უარყო. რუსთაველის თეატრის რეჟისორი, რობერტ სტურუა ზანგურს გამოესარჩლა და ძალადობაზე ბრალდება "ქალების მხრიდან რეპრესიებად" შეაფასა და ჰომოფობიური ტერმინებით ისაუბრა.
- დაგმო ძალადობა, ორივეს თეატრიდან წასლვა მოითხოვა
- დაგმო ძალადობა, ზანგურს თეატრიდან წასვლა ურჩია, სტურუას გათავისუფლებაზე კი უარი თქვა
- საერთოდ არაფერი უთქვამს
9 / 12 დოკუმენტი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ შუა კვირაში ხელი მოაწერა, კვირის ბოლოს აქტუალური აღარ არის. რატომ?
- ლურჯის ნაცვლად, წითელი კალამი იყო საჭიროა და ანულირებულია
- ოპოზიციამ კატეგორიული უარი თქვა ხელის მოწერაზე, ამიტომ ჩაბარდა წარსულს
- დაიკარგა და გზა-კვალს ვეღარავინ მიაგნო
- შარლ მიშელმა მხარეებს ახალი ვერსია შესთავაზა
10 / 12 რას "აპირებდა" გიორგი ვაშაძე იმისთვის, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შემდგარიყო?
- ფასილიტატორებისთვის პირობის მიცემას, რომ ყველა მხარეს დაითანხმებდა
- ჯეირანის თამაშს, რომ წაგებული ყველა პირობას დათახნმებულიყო
- კარების გადაკეტვას და გასაღების ჟურნალისტებისთვის გადაგდებას, რომ იქამდე არ გაეღოთ, სანამ არ შეთანხმდებოდნენ
- არც არაფერს
11 / 12 რა არის მთავარი ცვლილებები მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში?
- პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულების მოთხოვნა
- ძალთა გადანაწილება პარლამენტში და მართლმსაჯულების რეფორმა
- პატიმარი პოლიტიკოსებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი
- სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა
12 / 12 ოპოზიციამ მიშელის ახალი დოკუმენტი შეაფასა. ჩამოთვლილთაგან რომელი ფრაზა არ ეკუთვნით მათ:
- "დოკუმენტის რამდენიმე ნაწილთან დაკავშირებით გვაქვს წუხილები"
- "დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს"
- "შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ"
- "პირველი ვერსია დააბრუნონ, ის ბევრად უკეთესი იყო"
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები