გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კომუნიკაციის ყველა შესაძლო ფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ ქართული ოცნების დეპუტატები მისი პარტიის გეგმების განხორციელების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ჟურნალისტის კითხვას, როგორ აპირებს დეპუტატების დარწმუნებას, დერეფნებსა და კომიტეტებში შეხვედრებით, თუ რაიმე სხვა სახის კომუნიკაცია ექნება მათთან, მეგრელიშვილი ასე პასუხობს:

"სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებთ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, ბავშვებს გავიცნობ მათსას და ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობა დავამყარო... [პარლამენტში კომუნიკაციას როგორ ვაპირებთ] ყველანაირად".

ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, როგორ გეგმავს მმართველი პარტიის დეპუტატებთან პარლამენტში კომუნიკაციას, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ მას უცნაურად წარმოუდგენია პარლამენტარის საქმიანობა და 21 წლის წინ "ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში".

"ძალიან უცნაურად წარმოგიდგენიათ პარლამენტარების საქმიანობა. მე აქ 21 წლის წინ ვმუშაობდი პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში. არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად. რავიცი, შევარდნაძის დრო იყო, შეიძლება, მაგრამ ...", — უპასუხა მეგრელიშვილმა.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, შეუძლებლად მიაჩნი, რომ ქართული ოცნების 90 დეპუტატიდან არცერთს არ მიაჩნდეს პარტიის გეგმა ქვეყნისთვის აუცილებლად.