სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის — თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში
თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ისტორიულ შენობაში, მსგავსი ტიპის პირველ, სრულიად განსხვავებულ სივრცეს სთავაზობს მომხმარებელს. მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, ბრენდის ისტორიასა და ღირებულებების შესახებ მოგვითხრობს. ახალი სივრცე სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას, შესაძლებლობებსა და აღმოჩენებს სთავაზობს.
აქ მოსული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომია საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი ბენეფიტი, რომელსაც თიბისი მომხმარებლებს უკვე ბევრი წელია სთავაზობს.
მარჯანიშვილის შვიდში თიბისი კონცეპტი მუდმივად მასპინძლობს განსხვავებული ხასიათის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან — ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს.
ქალაქის ცენტრალური შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრისა და თანამშრომლობის გამორჩეული ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა ბრიტანულ საცალო დიზაინერულ სააგენტოსთან — Sheridan & Co-სთან ერთად, ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვნებასა და მომსახურებას, განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მქონე ადამიანები, შენობის 4 სართულზე გადანაწილებულ 11 ქვესივრცეში გაეცნობიან.
ბიბლიოთეკა
მრგვალი დარბაზის ბიბლიოთეკის დიზაინი ძველისა და ახლის თანაკვეთაა, ის განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა და ახალი აღმოჩენებისკენ გიბიძგებთ. აქ მრავალ საინტერესო, იშვიათ წიგნს აღმოაჩენთ ბიზნესის მენეჯმენტის, კულტურისა თუ ინოვაციების შესახებ.
საგამოფენო სივრცეები
სამი გალერეა თიბისის იმ ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც თიბისი წლებია ხელოვნებასა და ხელოვანებს უჭერს მხარს. საგამოფენო სივრცეები კარგად ნაცნობი არტისტების გამოფენებითაც გიმასპინძლებთ. აქვე გაეცნობით დამწყებ ხელოვანებს და მათ პროექტებს.
საბანკო სივრცე
საბანკო სივრცეში შეგიძლიათ საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება მიიღოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროთ.
კაფე
კაფის კონცეფცია, მყუდრო გარემო, სწრაფი და ამავდროულად ჯანსაღი კერძების მენიუ სპეციალურად ბიზნეს შეხვედრებზეა მორგებული.
სამუშაო სივრცე
სამუშაო სივრცე საუკეთესო გარემოა, როგორც დამოუკიდებლად მუშაობისთვის, ასევე ახალ ადამიანებთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. შესვენების დროს შეგიძლიათ საგამოფენო სივრცეებსა თუ ბიბლიოთეკაში საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ.
კოლექცია
მუზეუმის მაღაზიის კონცეფციით შექმნილ საკოლექციო სივრცეში სპეციალური კოლექციებიდან შერჩეულ, საინტერესო დიზაინის ნივთებს აღმოაჩენთ. მაღაზიას მომავალში ქართული ბრენდების ნაწარმიც დაემატება.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
კომენტარები