ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები — სამადაშვილი ენმ-ზე
სალომე სამადაშვილი Facebook-ზე ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს და წერს, რომ "ამ გაუგებრობაში" მისი ადგილი აღარაა.
"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია — "მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ "მოღალატეს" დავუძახებთ". ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები", — წერს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, რის შემდეგაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არ შეცვლილა და პარტია კვლავ დარწმუნებულია, რომ ეს დოკუმენტი არ არის საუკეთესო გზა ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანისთვის. კერძოდ, ენმ-ს "წუხილები" აქვს ამნისტიის კანონთან, ვადამდელ არჩევნებთან და იმასთან, რომ დოკუმენტში არ წერია ცესკოს ხელმძღვანელის ცვლილება.
შარლ მიშელის წინადადებას აქვს ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინდივიდუალური ხელმოწერაც. თუმცა ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ენმ, დოკუმენტის გარკვეულ ნაწილებს არ ეთანხმება. მაგალითად, ევროპული საქართველოს კრიტიკას არჩევნების ნაწილი იმსახურებს, რომელიც გულისხმობს რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე მეტს ვერ აირებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძროაბას, ამ პუნქტთან ერთად, მათ არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონიც, რომელშიც ზუსტად არ არის მითითებული, შეეხება თუ არა ამნისტია 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავებს.
დოკუმენტს ხელს არ აწერს ლეიბორიტული პარტიაც, ხელმომწრებს შორის კი არიან: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, გირჩი — მეტი თავისუფლება და მოქალაქეები.
შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი ხუთპუნქტიანია და პოლიტიკოსების გათავისუფლებასაც მოიცავს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.
დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები