აშშ-ში პოლიციელის მხრიდან გასროლას 16 წლის შავკანიანი გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა
აშშ-ის ოჰაიოს შტატში პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 16 წლის შავკანიანი გოგო გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, სამართალდამცავი გასროლისას დაჭრის მცდელობაზე შემოსულ ზარზე რეაგირებდა.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სამხრე კამერის ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგო გასროლამდე სხვებს თავს დანით ესხმოდა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პრესკონფერენციაზე კოლუმბიის პოლიციის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, მაიკ ვუდსმა თქვა, რომ გამოძიებას ოჰაიოს სისხლის სამართლის გამოძიების ბიურო აწარმოებს. ოფიციალური პირები ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.
ამერიკული მედია იუწყება, რომ მომხდარის გამო პოლიციის ოფიცერი, რომლის ვინაობას ჯერ არ ასახელებენ, ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ოფიცერმა ცეცხლი ერთ-ერთი გოგოს სიცოცხლის გადასარჩენად გახსნა, თუმცა ადგილობრივ მედიაში დაღუპულის დეიდამ თქვა, რომ მისი დისშვილი თავდასხმის შემდეგ იცავდა თავს.
კოლუმბის მერმა, ენდრიუ გინტერმა მომხდარი შეაფასა როგორც "საშინელი და "ტრაგიკული დღე ქალაქში".
"გამოქვეყნებული კადრების საფუძველზე, ჩვენ ვიცით, რომ ოფიცერმა ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგოს დასაცავად იმოქმედა, მაგრამ დღეს სხვა ოჯახი ისევ გლოვობს", — თქვა მერმა.
გარდაცვლილს მაჰია ბრაიანტი ერქვა. ბრაიანტის გარდაცვალებიდან მალევე, აქტივისტები იმ სახლთან შეიკრიბნენ, რომლის წინაც მას ესროლეს.
BBC-ის ცნობით, გოგოს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულის, ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის დამნაშავედ ცნობიდან რამდენიმე წუთში ესროლეს.
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
კომენტარები