იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია, "ოცნებას" საკითხზე სუბიექტური ინტერესი არ გააჩნია — თალაკვაძე ამნისტიაზე
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე "არავიტარი სუბიექტური ინტერესი" არ გააჩნია.
"შეთანხმების გაფორმების მომენტიდან, მედიაში გაჩნდა სპეკულაციები პრეზიდენტ მიშელის ეგიდით შექმნილი და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება. გვსურს ამაზე ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას: არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე.
პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში. ქართულ ოცნებას არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც, შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რაიმე დამატებითი პირობა არ შეუტანია", — აცხადებს ის.
თალაკვაძემ ყველა დაინტერესებულ პირს მიმართა, რომ მიღწეულ შეთანხმებაზე "სპეკულაციისგან" თავი შეიკავონ. მისი თქმით, ამგვარი "სპეკულაციები", შესაძლოა, ემსახურებოდეს ერთ შემთხვევაში შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავდეს მისი განხორციელების პროცესის შეფერხებას.
"ცხადია, ეს შედის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი დესტრუქციული ჯგუფების ინტერესებში და მიმართულია დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ", — აცხადებს ის.
დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება უნდა მოახდინონ "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.
"კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება", — წერია შეთანხმებაში.
27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პარტიების ერთობლივი ვახშმის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, ამნისტია შეეხებათ, როგორც 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს, ასევე სამართალდამცავებს.
გაიგეთ მეტი:
- საია-სგან ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი — პაპუაშვილი ამნისტიის შესახებ განცხადებაზე
- მელიას გირაოს გადახდა ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობის დაწყების წინაპირობა არ არის — სამნიძე
- ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის — პაპუაშვილი
- ქადაგიშვილი: ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება მელიას ციხიდან გამოსაყვანად
- თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, ციხეს ამნისტიის კანონით დატოვებს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები