ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა საკითხი მარტო ნიკა მელიას თემაზე ვერ დავიდოდა — ხაზარაძე
პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიციას "პატივს სცემს", მაგრამ შეთანხმებაში ჩამოთვლილი "სახელმწიფოებრივი საკითხები" მხოლოდ "მელიას თემაზე ვერ დავიდოდა". მისი თქმით, საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, თვითონ ჩვენი ეს ძალისხმევა, ჩემი პირადი, ბადრი, ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების, იმით არის განპირობებული, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიზირებული მართლმსაჯულება დამთავრდეს, მაგრამ მოდით, ნუ დაგვავიწყდება, მე პატივს ვცემ ნიკას და მის პიროვნულ პოზიციას, გასაგებია, ეს მისი პოზიციაა და პატივს ვცემ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მარტო ნიკა მელიას თემას არ განვიხილავთ ამ ხელშეკრულებაში.
ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან ბევრ სახელმწიფოებრივ საკითხზე და შესაბამისად, სახელმწიფოებრივი საკითხები, ისეთი როგორიც არის, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და იმ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა საკითხი ვერ დავიდოდა მარტო ნიკა მელიას თემაზე.
ჩვენ უნდა ვნახოთ ოქროს შუალედი, სადაც სახელმწიფოებრივ საკითხებს ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას არ დავუპირისპირებთ მარტო ეს საკითხს, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ, მაგრამ ვერანაირად უარს ვერ ვიტყვით იმაზე, რაზეც ხელი მოვაწერეთ", — თქვა მან.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ონლაინ-რეჟიმში თავად მიშელიც დაესწრო.
დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი თქვეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ. ასევე, ლეიბორისტულმა პარტიამ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ პარტიებიდან ცალკეულმა დეპუტატებმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე მოაწერეს.
გაიგეთ მეტი:
- უსუფაშვილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
- სახელმწიფო დეპარტამენტი დანარჩენ ოპოზიციას შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს
- შეთანხმების დადებითი მხარე ისაა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს — კობახიძე
- 27 აპრილს ოპოზიცია პარლამენტში შევა, ამნისტიის კანონი დარეგისტრირდება და რურუას შეიწყალებენ
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები