10 ცნობილი ადამიანი მომსახურე პერსონალმა დაახასიათა
შრომის ბაზარზე ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი მომსახურების სფეროშია დასაქმებული. ერთი შეხედვით მარტივი სამუშაოს მიღმა ხშირად მუხლჩაუხრელი შრომა, სტრესი და სხვა უსიამოვნო ფაქტორი იმალება. ამიტომ, ისინი ნამდვილად იმსახურებენ მომხმარებლისგან კეთილგანწყობასა და თავაზიანობას.
თუმცა, ეს ორი რამ ხშირად ავიწყდება ბევრს — მათ შორის ცნობილ ადამიანებსაც. ტიკტოკზე ცოტა ხნის წინ გაჩნდა ახალი ტრენდი, რომლის საშუალებითაც მომსახურების სფეროში დასაქმებულები მათ მიმართ ცნობილი ადამიანების ქცევას ახასიათებენ.
დახასიათებები კი ზოგიერთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
1. ჯულიანა მური — ახასიათებს მიმტანი
"ლამაზი, დახვეწილი და თბილი. ერთ-ერთია იმ ცნობილ ადამიანთაგან, რომელიც თვალებში გიყურებს და მადლობას გეუბნება".
2. კიანუ რივზი — ახასიათებს მიმტანი
"სხვებთან ერთად მოვიდა სასადილოდ. ათობით ხამანწკა ისე შეუკვეთა, თითქოს ეს ჩვეული ამბავი ყოფილიყოს. ძალიან ზრდილობიანი და მორიდებული იყო. მთლიანი ანგარიში თავად გადაიხადა და 'თიფიც' შესანიშნავი დატოვა".
3. ჯიჯი და ბელა ჰადიდები — ახასიათებს სასტუმროს თანამშრომელი
"ორივენი ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან. ვერც კი გეტყვით, რამდენად. თანამშრომლებს ძალიან თავაზიანად და მეგობრულად ეპყრობოდნენ, რაც, სამწუხაროდ, იშვიათობაა ცნობილ ადამიანებში".
4. ნიკი მინაჟი — ახასიათებს აეროპორტის თანამშრომელი
"თვითმფრინავიდან ისე არ გადმოვა, ყველა თუ არ ჩამოვიდა, ასე კი ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ბორტგამცილებლებიც უნდა ჩამოვიდნენ. მისი ფანი ვიყავი, სანამ შევხვდებოდი. შემდეგ კი... ჰო, აღარ".
5. კიმ კარდაშიანი — ახასიათებს ბორტგამცილებელი
"ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკისკენ მივფრინავდით. მცირეხნიანი ფრენა იყო, თუმცა, იგი ძალიან თბილად გვექცეოდა. ისე, საპირფარეშოში ფეხშიშველი გავიდა".
6. ჰილარი კლინტონი — ახასიათებს მიმტანი
"არჩევნების შემდგომი პერიოდი იყო. უკვე შეგუებული იყო შედეგს, ამიტომ, მეგონა, წითელ ღვინოს, ან რამე თავშესაქცევს შეუკვეთდა... მაგრამ ტეკილას კოქტეილი დალია".
7. ბიონსე — ახასიათებს სასტუმროს თანამშრომელი
"ბევრი არ გვილაპარაკია. ის და Jay-Z ერთად მოვიდნენ, მე კი მათი მაგიდისკენ გავუძეხი. როცა დავტოვე, გულღიად გამიღიმა და მადლობა გადამიხადა. ძალიან ლამაზი იყო".
8. ნაომი კემპბელი — ახასიათებს ბორტგამცილებელი
"შემიძლია, უამრავი ისტორია გავიხსენო, თუ რამდენად უხეში იყო. იმ ავიაკომპანიას, სადაც ვმუშაობდი, საერთოდ უარი უთქვამს მის მომსახურებაზე, რადგან თანამშრომლისთვის შეუფურთხებია. პლუს ქულები იმისთვის, რომ სავარძელზე შეხების თავიდან ასაცილებლად ხელსახოცებს აფარებს და ისე ჯდება".
9. კრის ევანსი — ახასიათებს აეროპორტის თანამშრომელი
"დიდად არავის დალაპარაკებია. მორიდებულად ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო".
10. კაილი ჯენერი — ახასიათებს მიმტანი
"თავაზიანი იყო, თუმცა $500-იან სადილზე 'თიფად' $20 დატოვა, ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ".
ბონუსი: კენდალ ჯენერი — ახასიათებს მიმტანი
"ერთ-ერთი მათგანია, ვისთანაც, სამწუხაროდ, კარგი გამოცდილება არ მაკავშირებს. ხშირად მოდიოდა და ძალიან ცივად ეპყრობოდა თანამშრომლებს. ყოველთვის ვიღაც ახლდა თან, ვისი საშუალებითაც მიმტანებს ელაპარაკებოდა".
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები