უცნობი სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას მოითხოვს ან მდუმარე აქციებით იმუქრება
საზოგადოებრივი მოძრაობა აი იას დამფუძნებელი, მომღერალი და ტელეწამყვანი უცნობი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას მოითხოვს. ის მოუწოდებს პროკურატურას, დააყენონ შუამდგომლობა ძალადობის ბრალდებით დაკავებულების გირაოთი გამოშვებაზე, ან აქციებით იმუქრება.
თავის გადაცემაში უცნობი და მისი სტუმრები ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ატარებენ ძველბიჭურ ნარატივს, რომ კაცმა მოძალადეს არ უნდა უჩივლოს.
"ჩემი აზრით, პირადად პოლიტპატიმარი არის ის 3 ადამიანი, ვინც სანაიას გულისთვის სასჯელს იხდის. ეს არის როგორც მედიაპატიმრები, ასევე, პოლიტპატიმრები. იმიტომ, რომ მედიამ აუწია და შემდეგ იმათ უნიათობით, შიშით თუ რაღაცით პოლიტიკურად გადაწყდა, რომ ეს ხალხი იჯდეს ციხეში. [...]
პროკურატურას მინდა მივმართო, რომ ეს შუამდგომლობა დააყენოს მან ამ ბავშვების გამოშვების, თორემ აუცილებლად მოგიწევთ ამის დაყენება. აბსოლუტურად არ ვაპირებთ არანაირი მიტინგების ჩატარებას და არანაირი მეგაფონებით სირბილს და არანაირ იმას რა. ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებთ, მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული ყველაფერს, ასე მდუმარედ", — განაცხადა მან.
უცნობი სტუმრებთან ერთად ამტკიცებს, რომ სანაიაზე თავდასხმის კადრები ნანახი აქვს და იქ "საერთოდ არაფერი მომხდარა". მეტიც, მათი აზრით, ისიც საკითხავია, იყო თუ არა შეკამათება.
უცნობი სანაიას შვილის საკითხით სპეკულირებაშიც ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ბავშვი არა სტრესის გამო, არამედ იმიტომ ტიროდა, რომ პატარაა.
"წლინახევრის ბავშვს შეიძლება მოშივდეს და მაგიტო დაიწყოს ტირილი, ან ხმამაღალ ლაპარაკზე დაიწყოს. წლინახევრის ბავშვი რომ ვერ ერკვევა რა ხდებოდა, ხომ ცხადია", — ამბობს ის.
ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოჯახის წევრებს. სანაია ამას თავის პროფესიული საქმიანობას უკავშირებს. ჟურნალისტს ტვინის შერყევას აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი ადამიანი დააკავა. სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს ძალადობას, მუქარას და დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სანაიაზე თავდამსხმელები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
თავდასხმას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა სახალხო დამცველმა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი მომხდარი დაგმო. აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ხელისუფლებას, ამ საქმესთან ერთად გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები.
განსხვავებული იყო რეაქციები ხელისუფლებაში. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს ცალკეულმა დეპუტატებმაც, თუმცა ზოგიერთმა მიუთითა იმაზეც, რომ "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" და "კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით".
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები