პარტიების მხარდამჭერი განცხადება წულაიას მიმართ უკიდურესად შემაშფოთებელია — ქალთა მოძრაობა
ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიებისგან წულაიას მხარდამჭერ განცხადებას გმობენ და აცხადებენ, რომ ეს განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია.
"სექსუალური ძალადობის შესახებ დაწყებული გამოძიებებისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვი ისედაც დაბალია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე და ორიენტირებული მსხვერპლის დაცვაზე და შეღავათიანი და მსუბუქი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ ზოგადად არის პრობლემა. იმის მაგივრად, რომ პარტიები ითხოვდნენ სექსუალურ ძალდობაში მხილებული პირების მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას, ისინი მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას შეღავათი გაუწიოს პოლიტიკოს კაცს და ზოგადად შეინარჩუნოს ქვეყანამ არასერიოზული და ხელისშემწყობი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ყველა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და აქეზებს მოძალადეებს", — ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, აღნიშნულ საქმეში გოგი წულაიას პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა პარტიული მიკერძოებულობითაა განპირობებული და მოკლებულია საფუძველს, ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ სექსუალური მოძალადის მხარდაჭერა და მისთვის შეღავათიანი აღკვეთის ღონისძიებების მოთხოვნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლების დისკრიმინაციას და მოძალდეების მხარდაჭერაა.
"განსაკუთრებით უადგილოა დანაშაულის პროვოცირებაზე საუბარი ამ კონკრეტულ საქმეში, სადაც გოგი წულაია თავად დაუკავშირდა მსხვერპლს, თავად შესთავაზა საქმიანი ვიზიტი თბილისში, თავად დაიქირავა ბინა, სადაც განახორციელა ძალადობა. მსხვერპლის მიერ თვითდახმარების რეჟიმში განხორციელებული ფარული ჩანაწერით (რომლის ნაწილი ასევე საჯაროდ გაშუქდა მედიით) თავად გოგი წულაიაც ადასტურებს, რომ სწორედ მის მიერ ხდებოდა სქესობრივი კონტაქტის შეთავაზება, რაზეც არაერთხელ მიიღო ქალის უარი და ამის შემდეგ გოგი წულაია გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე, რის შედეგადაც როგორც მოძალადემ, ისე მსხვერპლმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. ამდენად, აშკარაა, რომ მსხვერპლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ვინაიდან ამ პროცესში განხორციელებული ყველა აქტივობის ინიციატორი თავად ბრალდებული იყო", — ამბობენ ისინი.
ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები მოუწოდებენ პარტიებს გაიწვიონ ხელმოწერები აღნიშნული განცხადებიდან და ისინი მოუწოდებენ, ასევე, მედიას, თავი შეიკავონ სექსუალური ძალადობის შემთხვევების დანაშაულის პროვოცირებად შერაცხვისგან.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ქალთა მოძრაობა;
- საფარი;
- ქალები საქართველოდან;
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF).
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები