ბუდის შენებას რა უნდა და ცოტაოდენი ბეწვი — როგორ შეგიძლიათ ჩიტებს ახალსახლობაში დაეხმაროთ
ოთხფეხა მეგობრების პატრონებს კარგად მოეხსენებათ, რას ნიშნავს ბეწვის გორგალთან ჩახუტება. ისიც იციან, რატომ არის საჭირო ცხოველის ბეწვის მუდმივი მოვლა და მისი დავარცხნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ბღუჯების მოგროვებით სრულდება ხოლმე.
თუმცა, ბღუჯებსაც შეიძლება სარგებელი გამოეძებნოს.
გაზაფხულზე, როცა ჩვენი შინაური ცხოველები ბეწვს იცვლიან, ჩიტების უმეტესობა კი ბუდის კეთებას იწყებს, ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, თავადაც დაეხმაროს ფრინველებს ახალსახლობაში; განსაკუთრებით მაშინ, თუკი ჩიტს ეს საქმე ძალიან ეზარება.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მივაწოდოთ ფრინველებს და რა — არა.
შინაური ცხოველების ბეწვი ჩიტებისთვის მშვენიერი საშენი მასალაა. ძაღლების ბეწვი ძალიან თბილია და მალე შრება. ასე რომ, შეგიძლიათ, თქვენი ოთხფეხა მეგობრის მომდევნო დავარცხნისას ეს გაითვალისწინოთ; მათი მოგროვებული ბეწვის დატოვება გარეთ, ჩიტებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას შეიძლება — სასურველია, სიმაღლეზე ჩამოკიდებული იყოს, რათა ისინი სამეზობლოს კატების საკბილო არ გახდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ ბეწვი ქიმიურად დამუშავებული არ იყოს (მაგალითად, რწყილების ან ტკიპების საწინააღმდეგო სითხით), რადგან ეს დიდ საფრთხეს უქმნის ჩიტების სიცოცხლეს.
"ამის სერიოზულად კეთება 1990-იან წლებში დავიწყე, როცა სქელბეწვიანი კატა ავიყვანე", — იხსენებს ბლოგერი დაგლას მორენი, — "გაზაფხულზე, ბეწვი რომ სცვიოდა, ბაღში გამყავდა და ვვარცხნიდი ხოლმე. მალევე შევამჩნიე, რომ რამდენიმე მეტრის მოშორებით ბეწვის ხელში ჩასაგდებად ჩიტების ბრძოლა იმართებოდა: ზოგი ჰაერშივე იჭერდა, ზოგიც იცდიდა და ბალახზე მოდებულს იღებდა. ერთი წივწივა იმდენად ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა, რომ უფრო მეტს და მეტს ავლებდა ნისკარტს, თუმცა 3 მეტრში მდებარე მისი ბუდე უკვე სავსე იყო.
"ჩემს ერთ მეზობელს თეთრბეწვიანი ლაბრადორი ჰყავდა. ბუდობის სეზონის შემდეგ მის შვილებს ჩიტის სამოსახლო ვაჩვენე. გაოცებულები იყვნენ, როცა ბუდეში მათი ძაღლის ბეწვი შეამჩნიეს".
რადგან გავერკვიეთ, რა დანიშნულება შეიძლება მივცეთ ჩვენი ბეწვიანი მეგობრების გორგლებს, დროა, ისიც გავიგოთ, რა არ გამოდგება ჩიტების ბუდეების ასაშენებლად.
ნუ მიაწოდებთ ჩიტებს ძაფებს, თოკებს, ზონრებს და ადამიანის თმას — ეს მასალა ყოველწლიურად უამრავი ჩიტის დაშავების და ხშირად სიკვდილის მიზეზიც კი ხდება.
ველური ბუნების ეროვნული ფედერაციის რეკომენდაციით, უფრო უსაფრთხო ალტერნატივებია: პატარა, 10 სანტიმეტრზე მოკლე ტოტები, ფოთლები, ტალახი (მერცხლების, ნამგალებისა და შაშვებისთვის), გამომშრალი ბალახი (ბეღურებისა და შაშვებისთვის) და ხავსი (ზოგიერთი მგალობელი ჩიტისთვის).
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები