დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 058, ხოლო გარდაიცვალა — 18 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 226 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 3 463, PCR-ით — 7 763.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,64%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 4,03%, ხოლო 7 დღის —4,51%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა;
  • აჭარა — 68;
  • იმერეთი — 36;
  • ქვემო ქართლი — 10;
  • შიდა ქართლი — 10;
  • გურია — 6;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 49;
  • კახეთი — 39;
  • მცხეთა-მთიანეთი — 16;
  • სამცხე-ჯავახეთი — 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 1 995, აჭარაში — 419, იმერეთში — 410. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში — 301, აჭარაში — 73, იმერეთში — 87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში — 89, აჭარაში — 10, იმერეთში — 9.

727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 — თბილისში, 284 — აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 227 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 224, ხოლო აჭარაში — 2.

სულ 6 ოქტომბრიდან — 25 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 519 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 989 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 17 769 პირი, აჭარაში — 2 383, იმერეთში — 1 187.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 304 272-ს, გამოჯანმრთელდა — 287 029, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 4 043 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: