რატომ არ იხსნება სახმელეთო საზღვრები — ტიკარაძის განმარტება
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რაზეა დამოკიდებული სახმელეთო საზღვრების გახსნა. მან ჩამოთვალა რამდენიმე გამოწვევა, რაც სახელმწიფოს აქვს ამ მიმართულებით.
"პირველ რიგში, ეს გამოწვევა მდგომარეობს იმაში, თუ რა ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომ არ მოხდეს საცობების შექმნა სასაზღვრო ზოლში.
თუ თითოეულ მოქალაქეს დაუფიქსირდება კოვიდი, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს რა იქნება ჩვენი გადაწყვეტა — სახელმწიფო იღებს ამ ვალდებულებას, თუ ვაბრუნებთ ქვეყნიდან. თუ ეს პიროვნება არ არის იმ ქვეყნის რეზიდენტი, რომელი საზღვრიდანაც ის საქართველოში შემოდის, მაშინ პასუხისმგებლობების გადანაწილება, რა თქმა უნდა, რთულდება", — განმარტავს ტიკარაძე.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ცვლილებები სადაზღვეო კანონში.
"ალბათ, ცალსახად უნდა მოვითხოვოთ, რომ არსებობდეს სავალდებულო დაზღვევა, სადაც სახელწიფო, გარანტირებული იქნება, რომ ყველა ის სამედიცინო საჭიროება, რომელიც დადგება კოვიდის შემთხვევაში ტურისტთან მიმართებაში, ანაზღაურებული იქნება. დღეს ჩვენ გვაქვს რიგი შემთხვევები, როდესაც ტურისტს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა და აქედან გამომდინარე იგი უარს აცხადებს გადახდაზე", — ამბობს ტიკარაძე.
კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც, ტიკარაძის თქმით, უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ტურისტების მიღებამდე, სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
"მნიშვნელოვანი არის შრომითი ინსპექციის მუშაობა კერძო სექტორთან და მნიშვნელოვანი არის სასტუმროების და რესტორნების ხარისხობრივ კომპონენტში განვითარება, რაც გულისხმობს ვენტილაციის სისტემების და ასევე, მოცულობითი შესაძლებლობების ზუსტ დადგენას", — ამბობს ტიკარაძე.
ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მუშავდება აპლიკაცია, რომელიც აღრიცხავს ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს სპეციალური QR კოდის საშუალებით.
"ჩვენ და განსაკუთრებით კერძო სექტორს ექნება საშუალება თავისთან მიიღოს ის ადამიანი, ვინც ან 72 საათის მანძილზე არის გატესტილი და არის კოვიდ-თავისუფალი ან არის ორმაგად ვაქცინირებული. ეს ყველაფერი ამ პორტალში იქნება ასახული და იქნება კარგი ინსტრუმენტი კერძო სექტორისთვის, რათა მათ შეძლონ ოპერირება", — განაცხადა ტიკარაძემ.
იგი ამბობს, რომ სახელმწიფო მზადაა დაეხმაროს კერძო სექტორს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაში.
გაიგეთ მეტი ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში ვიზიტის შესახებ:
- რამდენი საწოლიც არ უნდა იყოს თავისუფალი, თუ არ გვეყოლება ექიმები, ვერ მოვემსახურებით — ტიკარაძე
- "მილიონი დოზა Pfizer აღარ არის სიზმარი" — ტიკარაძის თქმით, ვაქცინის შემოტანის თარიღი ზუსტდება
- ტიკარაძის თქმით, "ადამიანის ქცევიდან გამომდინარე", ტრანსპორტი კომენდანტის საათის გადაწევის შემთხვევაშიც დატვირთული იქნება
- კახაძის თხოვნა ტიკარაძეს: სოციალურ-საინფორმაციო ბომბაჟი ყველა დონის ყურისთვის, ტვინისთვის
- იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხს შეისწავლის
- ტიკარაძე: სახელმწიფო კლინიკების მიმართ გაჩენილი სტიგმა უნდა დაინგრეს
- ტიკარაძე ფიქრობს, რომ ვაქცინაციის საკითხზე "უარგუმენტოდ" აკრიტიკებენ
- რომელ ვაქცინებს მიიღებს საქართველო და როდის — ტიკარაძის განმარტება
- ვამუშავებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას — ტიკარაძე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები