Neo QLED — კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან
იმის გააზრებამ, რომ მსოფლიოში არსებული მოწყობილობების უმრავლესობაში სამსუნგის მიერ დამზადებული ეკრანებია განთავსებული, შეიძლება დაგაფიქროს, თუ რა ოდენობის დროს, ენერგიას და რაც მთავარია, ბიუჯეტს ხარჯავს კორეელი გიგანტი ახალი ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარებისთვის, ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ იყოს მოწინავე, ინოვაციური და რაც მთავარია "თანამედროვე"!
მოკლედ QLED ტექნოლოგიის შესახებ
ბოლო რამდენიმე წელიწადში Samsung-ის წყალობით ბაზარზე QLED ტექნოლოგია გამოჩნდა. Quantum dot LED ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომლებსაც ასევე ნანო-კრისტალებს უწოდებენ. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა განსაკუთრებული ძალა აქვთ და როდესაც მათ შუქი ეცემა, ბზინვას იწყებენ. ამის ხარჯზე ეკრანზე მიიღება უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრი, იზრდება სიკაშკაშე, კონტრასტი, დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია ფერთა სიზუსტე.
რა ხდება 2021-ში?
სამსუნგის QLED ტექნოლოგიამ ევოლუცია განიცადა და ახლა უკვე Neo QLED დასახელების ქვეშ მოგვევლინა. ახალი, უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, შუქ-დიოდები სტანდარტულთან შედარებით 40-ჯერ შემცირდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ფერთა ზუსტი გადაცემა, დინამიური დიაპაზონი და ხედვითი კუთხე, რაც მთავარია, შესაძლებელი გახდა კიდევ უფრო თხელი პანელის მქონე ულტრათანამედროვე სმარტ ტელევიზორების წარმოება.
თუმცა Quantum Mini LED-ის სრული უპირატესობა ეს არ გახლავთ. ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, სამსუნგმა შეძლო და ჩაანაცვლა Direct Full Array backlight ტექნოლოგია, რომელსაც პრემიალური ტელევიზორების მატრიცებში იყენებდა. Quantum Matrix Technology Pro ტექნოლოგიის საშუალებით QLED პანელს პირდაპირი დანათების ნაცვლად (Mini LED backlight), მინი ლედ დანათება აქვს. წარმოიდგინეთ, Neo QLED მატრიცა, რომლის სიკაშკაშისთვის ათიათასობით მინიატურული დიოდი ერთად მუშაობს. აღნიშნულის საშუალებით, შესაძლებელი გახდა კონკრეტული პიქსელების არეალის განათება ან ჩაბნელება, რაც საბოლოო ჯამში უფრო ღრმა შავი ფერის ეფექტს იძლევა. ასევე, გაზრდილია დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია, გამოსახულების სიმკვეთრე. Samsung, დისპლეის წარმოების საკუთარი ტექნოლოგიების დახმარებით, ახდენს Quantum Mini LED დიოდების ოპტიმიზაციას, ბნელ სცენებში მკვეთრი დეტალიზაციის ჩვენებით, მაქსიმალური კონტრასტულობის და დაჩრდილვის ზუსტი კონტროლით. შედეგად ვიღებთ საოცარ და რეალისტურ გამოსახულებას.
Neo Quantum Processor 8K ახალი პროცესორი
როგორც უკვე მიხვდებოდით, Neo QLED ტექნოლოგიის სამართავად ახალი პროცესორის შექმნა გახდა საჭირო. სამსუნგის სმარტ ტელევიზორების ახალ ხაზში Neo Quantum Processor 8K პროცესორია განთავსებული, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და სიღრმისეული შესწავლის ტექნოლოგიაზე ბაზირებით, იდეალური გამოსახულების მისაღებად ავტომატურად აანალიზებს და აუმჯობესებს "კონტენტს". აღნიშნული პროცესორი არის პასუხისმგებელი ეკრანზე გაშვებული გამოსახულების 8K რეზოლუციამდე გაფართოებაზე.
რა თქმა უნდა, ულტრათანამედროვე სმარტ ტელევიზორის პანელს შესაბამისი აუდიო ტექნოლოგიური მხარდაჭერა ესაჭიროება, ამიტომაც სამსუნგმა Neo QLED ტელევიზორების ხაზში Object Tracking Sound Pro (OTS Pro) — უახლესი ტექნოლოგია გამოიყენა. ეკრანზე მიმდინარე მოქმედებების ცვალებადობას AI-ის დახმარებით აკვირდება, შემდეგ ის აანალიზებს თითოეულ სცენას და ეკრანზე განვითარებული მოვლენების პარალელურად ქმნის დინამიურ სტერეო ჟღერადობას. სამი მხრიდან მომდინარე მძლავრ ჟღერადობას გადაჰყავხართ ეკრანზე მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში.
რა ხდება ამ დროს საქართველოში?
რა თქმა უნდა, რთულია ჩამოთვალო ერთ პატარა სტატიაში ყველა ის ულტრათანამედროვე "ფიჩერი", რომელიც წარმოდგენილია სამსუნგის ახალ Neo QLED ტელევიზორების ხაზში. თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ ქვეყნების სიას, სადაც Neo QLED ტელევიზორები გაიყიდება.
საქართველოში წარმოდგენილი იქნება Neo QLED ხაზის შემდეგი მოდელები: 55QN85, 65QN800, 65QN85, 65QN900, 75QN85. პროდუქციის შეძენა სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორების სავაჭრო ქსელში იქნება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვების დაწყების თარიღად 2021 წლის მაისის მეორე ნახევარი სახელდება.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები