5 გადაწყვეტილება, რომელიც ინვესტირების დაწყებამდე უნდა მიიღო
ალბათ არაერთხელ გიფიქრია, რა მოხდება თუ ცოტა თანხას შეაგროვებ, რუტინულ საოფისე სამსახურს თავს დაანებებ და ფულს მომგებიან საქმეში დააბანდებ. უზრუნველ მომავალზე და საპენსიო ასაკში გარანტირებულ შემოსავლებზე ბევრი ოცნებობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ მიიღწევა ეს მიზნები მცირე დანაზოგით და რისკიანობით. პასუხი ინვესტირებაშია.
ბევრი ფიქრობს, რომ ამ საქმისთვის დიდძალი ფინანსებია საჭირო, სინამდვილეში კი ინვესტირება ნებისმიერი თანხით შეგიძლია დაიწყო. მთავარია, კონკრეტული მიზნები დაისახო და მათი განხორციელებისთვის საჭირო სამოქმედო სტრატეგიები შეადგინო.
ამ სტატიაში სწორედ იმ გადაწყვეტილებების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ინვესტირების დაწყებამდე უნდა მიიღო.
1. დაისახე მიზნები და შეიმუშავე სამოქმედო სტრატეგია
ინვესტირების დაწყებამდე კარგი სამოქმედო გეგმის შედგენა მიზნების მიღწევისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. მართალია, ფინანსურ სამყაროში სიტუაცია ხშირად იცვლება, თუმცა მაინც დაგჭირდება იმის ცოდნა, თუ რა არის შენი მიზანი და როგორი სამოქმედო სტრატეგიით უნდა მიხვიდე მასთან.
თუ სამოქმედო გეგმის შემუშავება რთულ ამოცანად გესახება, მოდი, საქმე გავამარტივოთ: ჩამოწერე მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მიზნები. ამ სიაში გრანდიოზული სურვილების გვერდით ზედმეტად ყოფითი და მარტივად მისაღწევი მიზნებიც შესაძლოა აღმოჩნდეს. ამის შემდეგ, თითოეულ მიზანს მიანიჭე ფასი, ანუ ის ღირებულება, რომელსაც მისი განხორციელების სანაცვლოდ გადაიხდი.
როდესაც სიას შეადგენ, ნათელი გახდება, რომელი მიზნის მიღწევაა შენთვის რეალური და რომლის განხორციელება გართულდება მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის შემდეგ დაისახე პრიორიტეტები და მიხვდები იმას, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაო შენი სურვილების შესასრულებლად.
2. გათავისუფლდი ზედმეტი ვალებისგან
ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის გადასახადების გადახდა სასიამოვნო პროცესი არ არის — ეს ბუნებრივია და ამაზე დავაც არ ღირს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უმჯობესია, ინვესტირების დაწყებამდე ზედმეტი ვალდებულებებისგან თავისუფალი იყო.
აუცილებლად გაითვალისწინე, რომ შენ მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ შესაძლოა იმაზე ნაკლები შემოსავალი მოგიტანოს, ვიდრე ის პროცენტებია, რომლებსაც სესხების დასაფარად იხდი. ამიტომ, დათვალე შემოსავალ-გასავალი და პირველ რიგში, მაღალპროცენტიანი ვალები დაფარე.
ცხადია, კრედიტის დასაფარად თანხის ერთიანად გადახდა არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს შენი სამომავლო მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია.
3. შეადგინე სათადარიგო გეგმა და შექმენი "გადაუდებელი დახმარების ფონდი"
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინანსების მართვისას ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება. მაგალითად, 2020 წლის დადგომამდე არავინ ელოდა, რომ ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში აღმოჩენილი ვირუსი მთელი მსოფლიოსთვის ნომერი პირველი პრობლემა გახდებოდა და სხვა თავსატეხებთან ერთად, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისსაც გამოიწვევდა. ეს ზედმეტად თვალსაჩინო მაგალითია. შენს ფინანსურ პორტფელს კი შესაძლოა დანარჩენი მსოფლიოსთვის შეუმჩნეველმა მოვლენამაც შეუქმნას საფრთხე. ამიტომ აუცილებლად შექმენი "გადაუდებელი დახმარების ფონდი", რომელიც კრიზისის შემთხვევაში სამაშველო რგოლის ფუნქციას შეასრულებს.
"გადაუდებელი დახმარების ფონდი" ერთგვარი დეპოზიტია, რომელზეც კონკრეტული თანხაა განთავსებული. მისი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდება, თუ შენი საინვესტიციო საქმიანობა ისე ვერ წარიმართება, როგორც თავდაპირველი გეგმის მიხედვით გქონდა ჩაფიქრებული. დახმარების ფონდში შენახული თანხის ოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრე, თუ რამდენად გიყვარს რისკის გაწევა ინვესტირებისას. ფინანსური ექსპერტების უმრავლესობა გვირჩევს, რომ დახმარების ფონდში შენახული თანხა, კრიზისის შემთხვევაში, 3-დან 6-თვემდე ცხოვრებისთვის უნდა გვეყოს.
გაითვალისწინე, შავი დღისთვის გადანახული ფულით ინვესტირება ნამდვილად არ ღირს. "გადაუდებელი დახმარების ფონდში" სწორედ ის თანხები უნდა შეინახო, რომელსაც უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებ. ვიდრე საინვესტიციოდ სახსრების მოძიებას დაიწყებ, პირველ რიგში, დახმარების ფონდი შეავსე.
4. განსაზღვრე, რამდენად მეგობრობ რისკთან
რისკი ფინანსური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ინვესტირების დაწყებამდე აუცილებლად დაფიქრდი, რამდენად ტოლერანტული ხარ მის მიმართ. თუ ზუსტად გეცოდინება, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რისკისადმი, ფინანსური პორტფელის შექმნასა და სამომავლო ინვესტიციების დაგეგმვას გაცილებით მარტივად შეძლებ. მაგალითად, თუ შენი რისკისადმი ტოლერანტობა დაბალია, აჯობებს, პორტფელის დიდი ნაწილი ნაკლებად სარისკო ინვესტიციებმა, მაგალითად, საბანკო დეპოზიტებმა და სახელმწიფო ობლიგაციებმა დაიკავოს.
მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს კარგად იცნობდე, რათა ინვესტირების პროცესში ბევრ გაუთვალისწინებელ შემთხვევას არ შეეჩეხო. გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენე რაციონალური მიდგომები. თუ მაღალი რისკის მიმართ ხარ მიდრეკილი, შესაძლო დანაკარგები აუცილებლად გადააზღვიე. ინვესტირებისას თავი არა სარისკო, არამედ გაუაზრებელი გადაწყვეტილებისგან უნდა შეიკავო. ამიტომ, ვიდრე გარისკავ, აუცილებლად დაფიქრდი, რამდენად შეგიძლია ყველა შესაძლო შედეგთან გამკლავება.
5. გადაწყვიტე, სად დააბანდებ საკუთარ ფულს
ინვესტირების დაწყებამდე აუცილებლად მოგიწევს იმისა გადაწყვეტა, თუ სად უნდა დააბანდო ფული. ვიდრე კონკრეტული ბაზრებისა თუ კომპანიების შესახებ ინფორმაციას მოიძიებ, ჩამოყალიბდი, თუ როგორი პორტფელის ქონა გსურს. შეგიძლია საკუთარი სახსრები აქტივების სხვადასხვა კლასში (აქციები, ობლიგაციები, სადეპოზიტო ანგარიშები და სხვ.) დააბანდო, ან ინვესტიცია მხოლოდ ერთ სფეროზე მიმართო.
ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებ, გაითვალისწინე, რომ აქტივების სხვადასხვა კლასში ინვესტირება სამომავლო რისკების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მოგცემს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენს პორტფელში არსებული დივერსიფიცირებული ინვესტიციები ერთმანეთს დააზღვევენ. საკუთარი პორტფელის დივერსიფიკაცია თავადაც შეგიძლია, თუმცა დღესდღეობით საფინანსო ბაზრებზე არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა ინვესტირება უკვე დივერსიფიცირებულ პორტფელში გააკეთო. მაგალითად ინდექს ფონდები, რომლებიც სხვადასხვა ინდექსის პარალელურად იცვლება, საშუალებას მოგცემს ინვესტიცია ერთდორულად ინდექსის ბევრ კომპანიაში განახორციელო. ასევე არსებობს ETF-ები და სხვა.
ბონუს რჩევა:
თუ რომელიმე კომპანიის აქციებში ფულის დაბანდება გსურს, მის ფასთან ერთად მოიძიე ინფორმაცია თავად კომპანიის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიისა და შენი ღირებულებები ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს, რათა სამომავლო თანამშრომლობისას ნაკლები პრობლემა შეგექმნას და საბოლოო მიზანს, მოგების მიღებას, მარტივად მიაღწიო.
დიახ, ინვესტირების დაწყება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მთავარია დასახო მიზნები, მოიფიქრო მათკენ მისასვლელი სტრატეგიული სვლები და შეადგინო ალტერნატიული გეგმები. არ აქვს მნიშვნელობა, რა ოდენობის თანხით იწყებ, მთავარია გქონდეს საჭირო ინფორმაცია, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
თუ თვლი, რომ ახლა ინვესტირების დაწყება სარისკოა, ხელს ნუ ჩაიქნევ. მოიძიე მეტი ინფორმაცია და მოემზადე ფინანსურ სამყაროში შესასვლელად — გახსოვდეს, რისკი მხოლოდ მაშინ არის გაუმართლებელი, როდესაც მასზე გაუაზრებლად მიდიხარ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები