მოვუწოდებთ მთავრობას, დისკრიმინაციის გარეშე დაიცვას რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლება — HRC
ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დისკრიმინაციის გარეშე, ერთნაირად დაიცვას, ყველა ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება.
"ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისას, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ავლენს არასეკულარულ და დიფერენცირებულ დამოკიდებულებას საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. წლების განმავლობაში რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობასთან ერთად, სულ უფრო აშკარა ხდება დომინანტი რელიგიური ინსტიტუციისა და გაბატონებული ეთნორელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიისადმი ხელისუფლების წარმომადგენელთა ღია ლოიალობა", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ჯერ კიდევ გასული წლის 21 მარტს, პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლებას არ შეუმუშავებია დამატებითი რეგულაციები რელიგიური ორგანიზაციებისთვის, მაგრამ რელიგიური მიზნებით შეკრებების მხრივ მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი მრევლის ინტერესები გაითვალისწინა.
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირთათვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, როცა არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისა და მათი წარმომადგენლებისთვის მსგავსი პრივილეგიები საერთოდ არ იყო ხელშესახები, გარდა სოციალური მომსახურების განსახორციელებლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვისა 1 . მსგავს უთანასწორო მოპყრობას იმთავითვე აპროტესტებდა როგორც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 2 . მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან, მთელი ამ დროის განმავლობაში, ამ პროტესტს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, გასულ წელს აღდგომის, შობის და სხვა ქრისტიანული დღესასწაულებისას მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მის მრევლზე მინიჭებული პრივილეგიით, ხოლო სხვა რელიგიათათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების იგნორირებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოახდინა ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის მხარდაჭერისა და კონსტიტუციური პრინციპების უგულვებელყოფის დემონსტრირება", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე, შეშფოთებას იწვევს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედი ს(ს)იპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დუმილი, რომლის მანდატი სწორედ რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას მოიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სააგენტოს ფორმალურობას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- დისკრიმინაციის გარეშე, ერთნაირად დაიცვას, ყველა ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება. დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით გარანტირებული სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპი;
- კონკრეტული კონფენსიური კუთვნილების მიუხედავად, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, საშუალება მისცეს ყველა ადამიანს, დაუბრკოლებლად ისარგებლოს საკუთარი რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით.
წელს მთავრობამ საპატრიარქოს მორიგი პრივილეგია მიანიჭა, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები