შეანელებს თუ არა ზაფხული COVID-19-ის გავრცელებას — კვლევა
დღევანდელი პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სარწმუნო ჩანს ის ვარაუდი, რომ SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს, შეიძლება სეზონურად იქცეს, ანუ უფრო მეტად გავრცელდეს ზამთარში და ნაკლებად — ზაფხულში. სწორედ ასე იქცევა ის დანარჩენი ოთხი კორონავირუსი, რომელიც ადამიანებში ვრცელდება. ჩვენ აგრეთვე ვიხილეთ, რომ ცალკეულ ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევებმა და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ზამთრის პერიოდში მოიმატა, რაც ასევე სეზონურ ეფექტზე შეიძლება მიუთითებდეს.
შესაბამისად, მოსალოდნელია, არსებობდეს გარკვეული კავშირი ვირუსულ გადაცემასა და სეზონებს შორის. ადამიანის ქცევების ცვალებადობაც სეზონურია. ზაფხულში ჩვენ უფრო მეტ დროს ვატარებთ გარეთ, სადაც ინფექციის რისკი გაცილებით დაბალია; და, სავარაუდოდ, უფრო აქტიურ ცხოვრების წესსაც მივყვებით, რამაც შეიძლება გაზარდოს სხეულის ინფექციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამ პერიოდში მზის სხივების ზემოქმედებითაც უკეთ ვსარგებლობთ, რაც D-ვიტამინის დონეს ზრდის და ჩვენს იმუნურ სისტემას აძლიერებს.
ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომ მზის სხივების ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება ვირუსის ზედაპირზე გადარჩენის დროს ამცირებს. ისიც შესაძლებელია, რომ ტენიანობამ და ტემპერატურამაც მოახდინოს ვირუსის გადაცემაზე გავლენა. ერთად შერწყმის შემთხვევაში, ეს ფაქტორები, დიდი ალბათობით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზე აისახება.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეფექტი? რა გავლენას მოახდენს ის COVID-19-ის კონტროლზე თბილი თვეების განმავლობაში და მომდევნო ზამთარში, როცა შემთხვევათა მატების მორიგი პოტენციური საფრთხის წინაშე ვიქნებით? ვინაიდან არსებულმა გამოკვლევებმა იმის შესახებ, თუ რამდენად და როგორ მოქმედებს სეზონები SARS-CoV-2-ზე, სრულყოფილი შედეგები ვერ აჩვენა, ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პასუხების პოვნა ახლებური მეთოდით სცადეს.
კლიმატის გავლენის შეფასება
ეპიდემიის ზრდის აღსაწერად ეპიდემიოლოგები იყენებენ გარკვეულ მაჩვენებელს, რომელსაც რეპროდუქციულ რიცხვს, იმავე R-ს უწოდებენ. რაც უფრო მაღალია R რიცხვი, მით უფრო სწრაფია ვირუსის გავრცელება. ეპიდემიის დასაწყისში ვირუსმოხდილი და იმუნიტეტგამომუშავებული ადამიანები მის ზრდაზე გავლენას ვერ ახდენენ და ამიტომ იგი ექსპონენციურად იმატებს. ასეთ დროს R რიცხვი, რომელიც ამ გავრცელებას აღწერს, მოიხსენიება როგორც R₀.
ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალმა გამოკვლევებმა, რომელშიც ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელების ამსახველი მონაცემები იყო გამოყენებული, COVID-19-ისთვის განკუთვნილი R₀ 359 დიდ ქალაქში დაადგინა. კვლევაში შესულ თითოეულ ქალაქს 500 ათასზე მეტი მკვიდრი ჰყავს. ამასთან, ამ ქალაქებმა 2020 წელს COVID-19-ის მნიშვნელოვანი აფეთქება გამოიარა.
მეცნიერთა გუნდი დიდ ქალაქებზე (და არა — ქვეყნებზე ან უფრო მცირე დასახლებებზე) იმიტომ კონცენტრირდა, რომ ამ გზით ვირუსის აფეთქებათა საკმარისად დიდი და გეოგრაფიულად მრავალფეროვანი შემთხვევების შესწავლას შეძლებდნენ. ამან კი მათ სასარგებლო შედარებების გაკეთების საშუალება მისცა. ქალაქებში COVID-19-ის გავრცელების მონაცემების შედარებისას გუნდმა დემოგრაფიული მაჩვენებლების, კლიმატისა და ინფექციების კონტროლის ზომების შესახებ ინფორმაცია გამოიყენა. შედეგად, მათ შეძლეს განესაზღვრათ, მოქმედებდა თუ არა რომელიმე ეს ფაქტორი ვირუსის გავრცელების სიჩქარეზე.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ულტრაიისფერი დასხივების ზრდასა და ვირუსის გავრცელების სიჩქარის შემცირებას შორის გარკვეული კავშირი არსებობდა. კერძოდ, საშუალოდ 0.05-ით დაკლებული R₀ UV გამოსხივების 10 კჯ/მ²-ით ზრდას შეესაბამებოდა (კვლევის მონაცემთა ბაზაში არსებული ქალაქები ყოველდღიურად დაახლოებით 30 კჯ/მ²-დან 130 კჯ/მ²-მდე ულტრაიისფერ სხივებს იღებდა).
ვინაიდან ზაფხულში ულტრაიისფერი გამოსხივების დონე უფრო მაღალია, შესაძლებელი ხდება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მართლაც არსებობს სეზონური გავლენა ვირუსის გავრცელებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კავშირი სულაც არ ნიშნავს, რომ UV გამოსხივებაა გადაცემის შემცირების მიზეზი, რადგან იგი შეიძლება კორელაციაში იყოს სხვა მიზეზ-შედეგობრივ ფაქტორებთან.
მაგალითად, რაც უფრო მაღალია UV გამოსხივება, მით უფრო ცხელია ქალაქი. მკვლევართა გუნდმა R₀-სა და ტემპერატურას ან ტენიანობას შორის გლობალურ დონეზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი ვერ იპოვა, მაგრამ მეცნიერები ასეთ ურთიერთქმედებას მაინც არ გამორიცხავენ.
ვირუსის გავრცელებასა და ტემპერატურას ან ტენიანობას შორის კავშირი, ასევე ძლიერი კორელაცია UV გამოსხივებასა და ტემპერატურას შორის, შეიძლება, ისეთი სხვა მრავალი ფაქტორის გამო ინიღბებოდეს, რომლებიც R₀-ზე ახდენს გავლენას. მართლაც, სხვა კვლევებში გავრცელებისა და ტემპერატურის კავშირის დამადასტურებელი სუსტი მტკიცებულება გამოვლინდა.
რას ნიშნავს ეს ყოველივე?
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული კვლევით გამოვლენილი UV გამოსხივების ეფექტი სტატისტიკურად საყურადღებო იყო, იგი სხვა ფაქტორებთან შედარებით მცირე მნიშვნელობისაა. ქალაქების დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა მათი ზომა, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი (ინდუსტრიალიზაციისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის პოტენციური საზომი) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს R₀-ის ცვლაზე.
კერძოდ, მთავრობათა ინტერვენციებმა, UV გამოსხივებასთან შედარებით, დაახლოებით ოთხჯერ დიდი ზეგავლენა მოახდინა R₀-ის ვარიაციაზე. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეზღუდვების დაწესება ჩვენს კონტროლს ექვემდებარება. უახლოეს მომავალში პანდემიის შემდგომი პოტენციური ტალღები ძირითადად იმ რეგულაციებით განისაზღვრება, რომელსაც მთავრობები დააწესებენ და არა — ამინდის ცვლილების შესაბამისად. ამას ემატება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმ ვაქცინების მოქმედებაც, რომლებიც ქვეყანათა მოსახლეობებს უკვე მიეწოდებათ.
გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ რჩება კითხვები იმის შესახებ, გახდება თუ არა COVID-19 სეზონური ენდემური ინფექცია გრიპის და სხვა კორონავირუსების მსგავსად. აღწერილმა კვლევამ მცირე სეზონური სტიმულატორების არსებობა დაადგინა, ამიტომ სავარაუდოა, რომ COVID-19 ენდემურ ინფექციურ დაავადებად სტაბილიზდეს. ასეთ შემთხვევაში სეზონურ სტიმულატორებს ალბათ შეეძლებათ ვირუსის ქცევაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა.
მაგრამ ამგვარი ქცევის პროგნოზირება სამყაროსნაირი კომპლექსური სისტემისთვის რთულია. საწყისი ეპიდემიური ფაზიდან გასვლის შემდეგ, ის თუ რა სახეს მიიღებს COVID-19-ის გადაცემა გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ ბევრ სხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ეს ფაქტორები, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირების იმუნიტეტის დონეს და ხანგრძლივობას, აგრეთვე ამჟამინდელი და მომავალში ჩატარებული ვაქცინების ეფექტიანობასა და დაცვის განგრძობადობას და ვირუსის ახალი ვარიანტების განვითარებას მოიცავს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები