GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო მერილინ მენსონს სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივის
Game of Thrones-ის მსახიობი ესმე ბიანკო მერილინ მენსონს სექსუალური, ფიზიკური და ემოციური ძალადობისთვის უჩივის.
მსახიობმა სარჩელი ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა, სადაც მან განაცხადა, რომ როკერმა ის ინგლისიდან ამერიკაში ცრუ მიზეზებით ჩამოიყვანა. მუსიკოსი ბიანკოს მის კლიპში მონაწილეობას და ფილმში როლს სთავაზობდა, თუმცა სინამდვილეში არცერთი პროექტი არ შედგა.
სარჩელის მიხედვით, პირველი ინციდენტი 2009 წელს მოხდა. მენსონი გეგმავდა კლიპის გადაღებას სიმღერაზე I want to kill you like they do in the movies. მსახიობს, ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ სასტუმროს ნაცვლად მენსონის სახლში უწევდა დარჩენა, კლიპის გადასაღებად კი სამუშაო ჯგუფი დაქირავებული არ იყო, მას მენსონი თავად იღებდა საკუთარი ტელეფონით.
როგორც სარჩელშია აღწერილი, მენსონი ბიანკოს არ აძლევდა ჭამის და წყლის დალევის უფლებას, მომღერალმა ის ოთახში გამოკეტა, აწამა ელექტროშოკით და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. ამის შემდეგ მათ დისტანციური ურთიერთობა ჰქონდათ.
მენსონმა სამეფო კარის თამაშების მსახიობი 2011 წელს ისევ ჩამოიყვანა ამერიკაში, ამჯერად ფილმში მონაწილეობის მიზეზით. როგორც სარჩელშია აღწერილი, მეორე ვიზიტისას ბიანკო სახლში გამოკეტა, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ფოტოები გადაუღო და ონლაინ განათავსა. მსახიობი არც ამას დათანხმებულა.
"ბიანკოს წლები დასჭირდა იმის გასაგებად, თუ რამდენად მოქმედებდა მასზე მომღერლის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისმა კარიერამ დიდი კრახი განიცადა", — ნათქვამია სარჩელში, "ამ ეტაპზე იგი ებრძვის რთულ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას, შფოთვას, დეპრესიას და პანიკურ შეტევებს".
მერილინ მენსონი სექსუალურ შევიწროებაში სხვა მსახიობებმაც დაადანაშაულეს. ბიანკომ მენსონის წინააღმდეგ განცხადება პირველად თებერვალში გააკეთა, მას შემდეგ, რაც მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ როკერის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ბრალდებებს მენსონი უარყოფდა. ამჯერად მომღერლის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბიანკოს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. პარალელურად, მენსონი სხვადასხვა პროექტიდან მოხსნეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლითაც მიმდინარეობს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები