როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, სულ კომენდანტის საათი რომ ყოფილიყო
ჩვენი ყოველი საღამო უკვე თითქმის 6 თვეა ერთმანეთს ჰგავს. არც მე ვითვლიდი, სანამ მეგობარმა არ შემახსენა.
9 მაისს 6 თვე გადის, რაც კომენდანტის საათია დაწესებული. მეორე ტალღიდან მესამეზე ისე გადავედით, რომ ღამის ცხოვრება კი არა, საკუთარი ცხოვრება ვერ დავიბრუნეთ. დღითიდღე არაფერი იცვლება, უცებ უკან მოიხედავ და აღმოაჩენ, რომ აი, ნახევარი წელი გასულა.
ახლა, როცა ყველა შეგუებულია რეჟიმს, რომელსაც აქტივისტების ნაწილი არაკანონიერადაც აფასებს, დავფიქრდი, როგორი იყო ჩვენი ცხოვრება კომენდანტამდე და ვერ გავიხსენე. თითქოს, სულ ასე იყო. და მაინც, როგორი იქნებოდა სამყარო, 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლა რომ სულ აკრძალული ყოფილიყო? იმედი მაქვს, კომენდანტის საათმა წარმოსახვის უნარი არ წამართვა, ამიტომ, ჩემს ვერსიებს ჩამოვწერ.
1. სამსახურები დილის 6-ზე დაიწყებოდა
და 4 საათზე დასრულდებოდა, რომ 9 საათამდე ცხოვრების დრო დაგვრჩენოდა.
2. ძაღლს არავინ გაიყვანდა ღამე გარეთ
და სახლში ექნებოდათ მოწყობილი შესაბამისი კუთხე.
3. ღამის სერენადები არ იარსებებდა
რომეო ჯულიეტას ვერ უმღერებდა აივნის ქვეშ.
ფილმში რაჭა ჩემი სიყვარული ვერ იმღერებდნენ მუხამბაზს და ღამით სარკმელთან ღიღინს, გოგოს ნაცვლად, სახელმწიფო დაუშლიდათ.
შედარებით თანმედროვე სამყაროში არც არავინ დაანთებდა გულის ფორმის სანთლებს კორპუსთან. დღის შუქზე მაინც არ გაანათებდა.
4. გალაკტიონი მთაწმინდის მთვარეს ვერ დაწერდა
რადგან, ღამე მის სულში ვერ ჩაიხედავდა და დიდი მგოსანი თავის გრძნობებსაც ასე ლამაზად ვერ ამოსთქვამდა. :(
5. ვან გოგი ვარსკვლავებიან ღამეს ვერ დახატავდა
ან თუ დახატავდა, წინ ფანჯრის ჩარჩო ექნებოდა, რადგან ღამე მხოლოდ ფანჯრის ჩარჩოებიდან გვექნებოდა ნანახი.
6. სერგი გვარჯალაძე უმუშევარი დარჩებოდა
რაღაც პერიოდით. თბილისის ღამის ცხოვრების განვითარების კონცეფცია არ იარსებებდა და შესაბამისად, არც მისი სამსახური, სადაც 3 წელზე მეტი იმუშავა.
7. დაბადების დღეს 00:01-ის ნაცვლად 9:01-ზე მივულოცავდით
და სურვილსაც ამ დროს ჩავიფიქრებდით.
8. ღამის ფოტოგრაფია არ იარსებებდა
და ასტროფოტოგრაფებიც უმუშევრები იქნებოდნენ, ან სხვა პროფესიას აირჩევდნენ.
9. ბართლომეს ღამე არ მოხდებოდა
და პარიზში 1572 წლის 24 აგვისტო ჰუგენოტებისთვის მშვიდობიანად ჩაივლიდა.
10. მშობლები გვეტყოდნენ, რომ 7-ზე ვყოფილიყავით სახლში
რამე მათაც ხომ უნდა დაეშალათ.
P.S. ხანდახან მაინც დავარღვევდით კომენდანტის საათს, ღამე ვიბორიალებდით ქუჩებში და აღმოვაჩენდით ქალაქს მთვარის შუქზე, რომელსაც ვერავინ ხედავს. მერე კი ამის შესახებ ყველას ჩურჩულით მოვუყვებოდით.
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
კომენტარები