12 მსახიობი, რომელმაც გმირიც და ანტიგმირიც ერთნაირი წარმატებით განასახიერა
მსახიობობა სულაც არაა ადვილი. სირთულე, უბრალოდ, სიტყვების დამახსოვრება ან მიმიკების შესაბამება კი არ არის, არამედ პერსონაჟისთვის "სულის შთაბერვა". გამოგონილი პერსონაჟი იმდენად ბუნებრივად და დამაჯერებლად უნდა განასახიერო, რომ მაყურებელს მსახიობის და გმირის ან ანტიგმირის გამიჯვნა გაუჭირდეს.
პერსონაჟისა და მისი შემსრულებლის ერთმანეთში არევა სწორედ ის ფენომენია, რომელიც სამსახიობო ოსტატობის ერთგვარ ინდიკატორადაც გამოდგებოდა. მსგავსი ეფექტი იქმნება, როცა ერთი მსახიობი ჯერ ბოროტმოქმედს ასახიერებს, შემდეგ კი გმირს, ან პირიქით — ასეთ შემთხვევაში ხშირად გვიჭირს "ნირშეცვლილი პერსონაჟის" მიღება და ნდობა.
ამ სტატიაში სწორედ იმ 13 მსახიობს წარმოგიდგენთ, რომელმაც წარმატებით მოახერხა გმირის და ანტიგმირის შესრულებაც.
1. იენ მაკკელენი
მაკკელენმა 60-წლიანი კარიერის განმავლობაში ერთიმეორისგან განსხვავებული მრავალი სახე შექმნა; მათ შორისაა კეთილშობილი და ძლევამოსილი ჯადოქარი გენდალფი ჰობიტსა და ბეჭდების მბრძანებელში. შემდეგ კი, ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი, მაგნეტო, განასახიერა X-Men-ის სამყაროში.
2. ჰელენა ბონემ კარტერი
ცოტათი მსახიობისადმი სიყვარულიც გავრცელდა პოტერიადის ერთ-ერთ ყველაზე ბოროტ ჯადოქარსა და სიკვდილის მხვრელზე, ბელატრის ლესტრეინჯზე, რომელიც ბლოკბასტერი ფილმების სერიაში ინგლისელმა ჰელენა ბონემ კარტერმა ითამაშა. კარტერმა, მოგვიანებით, დედოფალი ელიზაბეთის როლიც მოირგო The King’s Speech-ში, რომლისთვისაც ბრიტანული კინოაკადემიის პრიზი მოიპოვა.
3. ჰით ლეჯერი
არცთუ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ლეჯერს გმირების და ანტიგმირების განსახიერების შესაძლებლობა რამდენჯერმე ჰქონდა. მათგან გამორჩეულია უილიამ თეტჩერის როლი ფილმში A Knight’s Tale და ჯოკერის პერსონაჟი The Dark Knight-ში, რომლისთვისაც მსახიობმა სიკვდილის შემდეგ მიიღო ოსკარი.
4. გარი ოლდმანი
გარი ოლდმანს, რომელიც თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად მიიჩნევა, სულაც არ გასჭირვებია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მქონე პერსონაჟები შეექმნა და თანაც ხშირი მონაცვლეობით. საილუსტრაციოდ, ბეტმენის სერიაში გოთემის კომისრის როლი და მეხუთე ელემენტში განსახიერებული ცენტრალური ანტიგმირი, ჟან-ბაპტისტ ემანუელ ზორგიც, გამოდგება.
5. ენტონი ჰოპკინსი
ჰოპკინსმა, რომელმაც რამდენიმე ათეულ ფილმში მეტად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა, ყველაზე ცნობილი მაინც კრავთა დუმილში შესრულებული ექიმი ჰანიბალ ლექტერის როლითაა. მოგვიანებით, ჰოპკინსმა Thor-ში ოდინის პერსონაჟის განსახიერებით დაამტკიცა, რომ ჰეროიკული განწყობის შექმნაც ისევე შეუძლია, როგორც დამზაფრავის.
6. რეიფ ფაინზი
ფაინზს რომ ბოროტმოქმედის როლის შესისხლხორცება უპრობლემოდ შეუძლია, ამაში დასარწმუნებლად მხოლოდ ლორდი ვოლდემორის როლიც კი კმარა, თუმცა, ინგლისელი მსახიობის შემოქმედებაში სხვა საინტერესო როლებიც ყოფილა. მათ შორის, მესიე გუსტავი ფილმიდან The Grand Budapest Hotel და ამონ გოეთი ფილმიდან Schindler's List.
7. მერილ სტრიპი
სტრიპმა და მისმა გულშემატკივრებმა ალბათ დიდი ხანია, შეწყვიტეს მსახიობის მიერ შესრულებული როლებისა და ოსკარის ნომინაციების თვლა. ამ უთვალავ როლში, ამერიკელმა ხელოვანმა, რასაკვირველია, ბევრი განსხვავებული პერსონაჟი შექმნა. გულღია და თბილი დონა ფილმიდან Mamma Mia! მალევე იქცა ამპარტავან და უკმეხ მირანდა პრისლით ფილმში The Devil Wears Prada.
8. კრისტიან ბეილი
ბეილის სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო, თუმცა, მაყურებლებში განსაკუთრებით პოპულარული 2000-იანების დასაწყისში გახდა. სუპერგმირ ბეტმენის როლის შემსრულებელმა სუპერანტიგმირი პატრიკ ბეიტმენის პერსონაჟიც განასახიერა ფილმში American Psycho.
9. შარლიზ ტერონი
ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც საკუთარი თავი სხვადასხვა ჟანრის ფილმებში მოსინჯა, ბოლო წლებში პროდიუსერობით დაინტერესდა. ტერონმა მანამდე Mad Max: Fury Road-ში იმპერატორ ფურიოზას როლი მოირგო, შემდეგ კი Snow White and the Huntsman-ში ბოროტი დედოფალი რევენაც გახდა.
10. ჯეკ ნიკოლსონი
60-წლიან კარიერას ითვლის ნიკოლსონის მსახიობობაც. იგი ყველაზე პოპულარული The Shining-ში შესრულებული ჯეკ ტორენსის როლით გახდა, თუმცა, არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა One Flew Over the Cuckoo's Nest-ში განსახიერებული პროტაგონისტი, რენდლი მაკმერფი.
11. კრის ევანსი
ევანსს ყველა, რა თქმა უნდა, კაპიტან ამერიკად იცნობს. 24-წლიანი კარიერის განმავლობაში იგი გამოჩნდა დისტოპიურ და რომანტიკულ ფილმებშიც, თუმცა, ანტიგმირის განსახიერება სულ ცოტა ხნის წინ სცადა Knives Out-ში და ეს მცდელობა წარმატებულიც აღმოჩნდა.
12. ანჯელინა ჯოლი
1982 წელს კინოეკრანზე გამოჩენის შემდეგ ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ იქცა, გამოჩნდა 50-მდე ფილმში, მოიპოვა სამი ოქროს გლობუსი და ოსკარი. ფილმში Lara Croft: Tomb Raider მან ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი განასახიერა, შემდეგ კი მალეფისენტი გახდა და მაყურებლის მისადმი სიმპათიების მიუხედავად, სრულყოფილი ანტიგმირი შექმნა.
ბონუსი: ბრედ პიტი
ჯოლის მსგავსად ჰოლივუდის სახედ მიიჩნევა ბრედ პიტიც, რომელსაც ასევე ერგო მრავალფეროვანი პერსონაჟების განსახიერების პატივი. ფილმში Fight Club მან გამორჩეული ანტიგმირი შექმნა, თუმცა, არც მითიური გმირის, აქილევსის, შესრულება გასჭირვებია ტროაში.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
დისკუსია: თქვენ რომელ მსახიობებს დაამატებდით ამ სიას? გაგვიზიარეთ აზრი კომენტარებში.