"ზედმეტად ზოგადი" — რა პრობლემებს ხედავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი "ოცნების" ამნისტიის პროექტში
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონპროექტი "არის ზედმეტად ზოგადი და ფართო". ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ამნისტიის გავრცელება იმ საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება შესაძლოა დაიწყოს მომავალში, ასევე, დაზარალებულების გამორიცხვა პროცესიდან.
"განსაკუთრებით პრობლემურია კანონპროექტის ჩანაწერი, რომლითაც ამნისტირებული იქნება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ისეთი დანაშაულებიც, რომელზეც მომავალში დაიწყება გამოძიება. შესაბამისად, პარლამენტი ამნისტიას აცხადებს ჯერ კიდევ უცნობ, გამოუკვლეველ ქმედებებზე [...]
შემაშფოთებელია ისიც, რომ კანონპროექტი მინიმალურადაც არ ითვალისწინებს ამ მოვლენების დროს დაზარალებულთა ინტერესებს და მთლიანად გამორიცხავს მათი თანხმობის საჭიროებას ამნისტიის პროცესიდან", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულად არ აზღვევს ამნისტიის გავრცელებას ისეთ დანაშაულებებზე, რომლებიც უკავშირდება წამებას, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობას.
"პრობლემურია, რომ ამნისტიის შემოთავაზებული რედაქცია წამების, არაადამიანური ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის აბსოლუტურ უფლებას სათანადოდ არ იცავს და სრულად არ აზღვევს იმ დანაშაულებზე ამნისტიის არ გავრცელებას, რომელიც აღნიშნული უფლების ხელყოფას შეიძლება უკავშირდებოდეს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს ამნისტიის აქტის პოლიტიკურ კონტექსტზეც. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იგი უნდა ეფუძნებოდეს არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს.
"ილუზორული და არარეალისტურია, რომ ამნისტია ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზების შემცირებას და პოლიტიკური ველის კონსოლიდაციას, რადგან ამ დრომდე არ შეცვლილა პოლიტიკური ლიდერების პოზიციონირება და დღემდე ვისმენთ ურთიერთმტრობასა და ანტაგონიზმე დაფუძნებულ განცხადებებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ლიდერებისგან", — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემქნილი დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც 20 ივნისის საქმეების ამნისტირებაზე საუბარი, პოლიტიკოსები განსხვავებული ინტერპრეტაციით კითხულობენ. ამ დროისთვის პარლამენტში კანონპროექტის ორი — ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ვერსიებია დარეგისტრირებული. სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან, მას შემდეგ რაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული უქმე დღეები ჩაივლის, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვა დაიწყება.
გაიგეთ მეტი:
- სახელმწიფოს წარმომადგენელთა ფართომასშტაბიანი ამნისტია სამართლებრივი სახელმწიფოს არსს ეწინააღმდეგება — GDI
- არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, სახეში ესროლეთ ადამიანებსო — მეგრელიშვილი 20 ივნისზე
- მეგრელიშვილის თქმით, ამნისტიის კანონის ორივე ვერსია ერთ მიზანს აღწევს, მაგრამ, "ოცნების" ვარიანტი ბევრად უფრო გასაგებია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები