ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე — მდინარაძე ოპოზიციის ამნისტიის პროექტზე
ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები "ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ", როცა პოლიციელებზე "ასე მეორეხარისხოვნად" საუბრობენ. ამაზე მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და ოპოზიციის პროექტში არსებული თანხმობის პუნქტი შეაფასა.
"აბსოლუტურად მიუღებელია აგდებული დამოკიდებულება ქართველი პოლიციელის მიმართ. წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ თუ დაზარალებული პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს. ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია", — წერს მდინარაძე.
მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის პროექტს "სხვა ხარვეზებიც" აქვს. კერძოდ, მისი მტკიცებით, მათი პროექტი არ შეესაბამება შეთანხმებას, რომლის საფუძველზე კანონპროექტი უნდა მომზადებულიყო.
"ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უფლებების დაცვა, დემონსტრანტი იქნება ის, პოლიციელი თუ სხვა, საიდანაც პოლიციელის უფლებების გამორიცხვა და მათი ამგვარი დისკრიმინაციის მცდელობა ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს", — წერს ის.
28 აპრილს ოპოზიციამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. მოლაპარაკებების შემდეგ მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ პროექტი ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად შეემუშავებინათ.
ოპოზიციის ვერსიაში საუბარია დაზარალებულის თანხმობაზე. კერძოდ, მათი კანონპროექტის თანახმად, ამნისტია ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირზე ვრცელდება შესაბამისი დაზარალებულის (ფიზიკური პირის) ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
გაიგეთ მეტი:
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
კომენტარები