რიონში დაკარგული კაცის მოსაძებნად ჰესების სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე რიონში კაცს ამ დრომდე ეძებენ. უწყების განცხადებით, მის მოსაძებნად ჰესების სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან.
"ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები", — ნათქვამია ოფიციალიურ განცხადებაში.
მდინარე რიონში კაცი 10 აპრილს გაუჩინარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები