ძალადობრივი ჯგუფის ლიდერს, ლევან ვასაძეს პოლიტიკოსობა უნდა
ჰომოფობიური, ქსენოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერს, ლევან ვასაძეს პოლიტიკოსობა უნდა. დისკრიმნაციული გამონათქვამებით და სიძულვილის ენით ცნობილი ვასაძე ამტკიცებს, რომ აქვს გეგმა ქვეყანაში ერთმანეთის სიძულვილის, უიმედობისა და უკანონობის დასასრულებლად.
"მივიღე პირად ჭრილში ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, სანამ დავემშვიდობები საბოლოოდ ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომაროებას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით", — განაცხადა მან ბრიფინგზე.
ვასაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნა, რომელსაც "ერთობა, რაობა და იმედი" დაარქვა, რისი აბრევიატურაც "ერი" გამოდის. მისი თქმით, ეს მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, როცა "ამის საჭიროება იქნება".
ვასაძე ამტკიცებს, რომ პოლიტიკაში მოსვლით მისთვის არასასურველ ნაბიჯს დგამს და ამის განმაპირობებელი "ბოლო წვეთი" იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერა. თუმცა, პოლიტიკური აქტივობის დაწყებაზე ის ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა.
ლევან ვასაძე, რომელიც თავს რაინდს უწოდებს, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა არაერთ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ აქციას, ესხმოდა თავს დასავლურ ინსტიტუტებსა და დიპლომატებს. ის აგრესიულია ჟურნალისტების მიმართა და ცნობილია ვლადიმერ პუტინის მთავარ იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან მეგობრობით.
ვასაძე ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო იმ ჰომოფობიური აქციისა, რომლის მიზანიც ფილმ And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლა იყო. ასევე, მეთაურობდა სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციას, როცა ღირსების მარშის ჩაშლას ცდილობდა, თუმცა არცერთი გამოუვიდა.
ვასაძემ შექმნა ძალადობრივი ჯგუფი, რომელსაც კომბლებითა და ქამრებით ლგბტ თემზე ძალადობა დაავალა. გარდა ამისა, ამბობდა, რომ კომბლებით წინააღმდეგობას გაუწევდა პოლიციასაც.
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
კომენტარები