მსოფლიო ბესტსელერი "გეიშას მემუარები" ქართულ ენაზე გამოიცა
ამერიკელი მწერლის, ართურ გოლდენის, სადებიუტო რომანი და მსოფლიო ბესტსელერი გეიშას მემუარები პირველად ითარგმნა ქართულად. წიგნი გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა სერიის "ომებსა და ადამიანებზე" ფარგლებში.
გეიშას მემუარები 1997 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზე და მალევე მოექცა ლიტერატურის კრიტიკოსებისა და მკითხველების ყურადღების ცენტრში. წიგნი 58 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა The New York Times-ის ბესტსელერების სიაში, ითარგმნა 32 ენაზე და გაიყიდა 4 მილიონ ეგზემპლარად. მოგვიანებით, 2005 წელს გამოვიდა რომანის მიხედვით გადაღებული ფილმიც, რომლის რეჟისორი რობ მარშალი, პროდიუსერი კი სტივენ სპილბერგია. ოსკარის 78-ე დაჯილდოებაზე ფილმი 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი, რომლიდანაც 3-ში გაიმარჯვა კიდეც.
ნაწარმოების ეპიკური ისტორია კიოტოში ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და გამოგონილი გეიშას ამბავს მოგვითხრობს. ამერიკული გამომცემლობის შეფასებით, "გეიშას მემუარებში ჩვენ იმ სამყაროში ვხვდებით, სადაც გარეგნობა უპირველესია, სადაც სექსუალური გამოცდილების არმქონე გოგოს აუქციონზე ყველაზე ძვირად ჰყიდიან, სადაც ქალებს ყველაზე ძლიერი კაცის მოსახიბლავად ამზადებენ და სადაც სიყვარული მხოლოდ ილუზიაა. უბადლო და ძლიერი პროზის ნიმუში — რომანტიკული, ეროტიკული, დაძაბული — და, რაც მთავარია, სრულიად დაუვიწყარი".
ისტორიული ჟანრის რომანზე ავტორი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა, მისი ხელნაწერი კი თავიდან ბოლომდე სამჯერ გადაწერა. უშუალოდ წერის პროცესში გოლდენი შეხვდა და გაესაუბრა რამდენიმე ყოფილ გეიშას, მათ შორის, ცნობილ მინეკო ივასაკის. მოგვიანებით, იაპონურენოვანი თარგმანის გამოცემის შემდეგ, ამ უკანასკნელმა მწერალს ანონიმურობის დაცვის შესახებ დადებული შეთანხმების დარღვევის გამო უჩივლა.
გეიშას მემუარები ქართულად ია ქვაჩახიამ თარგმნა. წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში რომანი 13 მაისიდან გაიყიდება.
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები