დონალდ გლოვერს This Is America-ს პლაგიატის ბრალდებით უჩივიან
დონალდ გლოვერი, იგივე Childish Gambino ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსია. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის This Is America პრემიერა 2018 წელს შედგა.
მუსიკალური კლიპი, რომელიც სიურრეალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და აშშ-ში რასისტულ პრობლემებს და იარაღის კონტროლის თემას ეხება, მაშინვე პოპულარული გახდა. მუსიკოსმა ამ ნამუშევრისთვის გრემიც კი დაიმსახურა.
წელს კომპოზიცია კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ რეპერი Kidd Wes დონალდ გლოვერს პლაგიატში ადანაშაულებს.
აშშ-ს ფედერალური სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ემელიკე ნოსუოჩა (kidd Wes) ამბობს, რომ This Is America "აშკარად ჰგავს" სიმღერას, რომელიც მან გამოუშვა საუნდქლაუდზე ორი წლით ადრე სახელწოდებით Made in America. ნიუ-ორკის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ ეს ორი კომპოზიცია ერთმანეთს ჰგავს უნიკალური მელოდიით, შინაარსით და შესრულების მანერით. რეპერი Kidd Wes განცხადებით, მის მიერ დაქირავებული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კომპოზიციებს შორის დამთხვევები, შეუძლებელია უბრალო შემთხვევითობა იყოს.
შეგიძლიათ Kidd wess-ის სიმღერა Made in america თქვენც მოისმინოთ და შეაფასოთ, ნამდვილად ჰგავს თუ არა ეს ორი კომპოზიცია ერთმანეთს.
საჩივარში დასახელებულ ბრალდებულთა შორის არის ჩაილდიშ გამბინოს ხმის ჩამწერი სტუდია RCA და რეპერი Young Thug, რომელიც სიმღერის ერთ-ერთი ავტორია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც This Is America-ს სხვა კომპოზიციას ადარებენ. 2018 წელს ერთ-ერთმა ბლოგერმა იგი ჯეის ჰარლის სიმღერას American Pharaoh-ს შეადარა. ჰარლიმ ჩივილისგან თავი შეიკავა, რადგან გამბინოს მენეჯერმა უარყო პლაგიატის ბრალდებები და თქვა, რომ 2015 წლით დათარიღებული კომპიუტერული ფაილები ამტკიცებს, რომ სწორედ გამბინოს სიმღერაა ორიგინალი.
ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით დონალდ გლოვერს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები