ქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება 7 მაისს ვირტუალურ სივრცეში გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით, ქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება 7 მაისს ვირტუალურ სივრცეში გაიმართება. წელს ფოტოკვირეული ქოლგა თბილისი ფოტო, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მეოცე საიუბილეო წელს ვირტუალური და ფიზიკური ღონისძიებებით ქოლგა თბილისი ფოტო მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს გამოფენებსა და ვორქშოპებს.
7 მაისს, ფოტოკვირეულის გახსნაზე, ქოლგა თბილისი ფოტოს სოციალურ ქსელში აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების სიუჟეტს იხილავს. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
- დოკუმენტური სერია;
- რეპორტაჟი;
- კონცეპტუალური ფოტოპროექტი;
- ერთი კადრი;
- საუკეთესო მობილური ფოტო.
წელს ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდმა 18 000 ლარი შეადგინა. პირველი სამი ნომინაციის გამარჯვებულებს გადაეცემათ 4 500 ლარი, საუკეთესო ერთი კადრის გამარჯვებულს 3 000 ლარი, ხოლო საუკეთესო მობილური კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი — 1 500 ლარი.
გამარჯვებულთა გამოსავლენად კონკურსზე მუშაობდა საერთაშორისო ჟიური:
- ვანესა უინშიპი — ფოტოგრაფი (დიდი ბრიტანეთი);
- გეორგ გეორგიუ — ფოტოგრაფი (დიდი ბრიტანეთი);
- თინა შელჰორნი — გალერისტი, კურატორი (გერმანია);
- სტივენ ჩოუ — ფოტოგრაფი (ჩინეთი);
- იენს ფრისი — გამომცემელი (დანია).
ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში, მაისში, გაიმართება ქართველი ფოტოგრაფების, დარო სულაკაურის (14 მაისი, თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცე), დათო ქორიძისა (15 მაისი, უსახელო გალერეა) და სანდრო მამასახლისის (18 მაისი, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა) პერსონალური გამოფენები.
ქოლგა თბილისი ფოტო ასევე აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო კუთხითაც, რაც გულისხმობს ხელოვნების ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარებას და სწორედ ამ მიმართულებით 2021-შიც რამდენიმე ვორქშოფსა და Artist Talk-ს ატარებს, სადაც მონაწილეობის მიღება ყველასთვის უფასოა.
ფოტოგრაფია, როგორც ენა: ფოტოდან წიგნამდე — ამერიკული კოლექტივის, გამოსახულების ნაკადის ოთხდღიანი ვირტუალური ვორქშოფი, რომელიც ფოტოწიგნის შექმნის საფუძვლებს შეეხება.
პოლაროიდის ემულსიიდან ბეჭდვის ხელოვნება — ანალოგური ტექნიკის გამოყენებით ეს ვორქშოპი მიზნად ისახავს ჩვენ მიერ შექმნილ ფოტოებთან ემოციური და ფიზიკური კავშირის დაბრუნებას.
ფოტოამბის რედაქტირება ხოსე სარმენტო მატოსთან ერთად — ხოსე სარმენტო მატოსი სტუდენტებთან ერთად იმუშავებს უკვე გადაღებული ან მიმდინარე ფოტო პროექტების რედაქტირებაზე. ხოსე, როგორც ფოტოდოკუმენტალისტი და ლექტორი, მთელ თავის გამოცდილებას ვორქშოპის მთავარ მიზანს მოახმარს, რაც გულისხმობს ამბის თხრობის და ვიზუალური ნარატივის ფოტოების სახით ორგანიზების უნარის გაუმჯობესებას, ამ პროცესის ყველა ეტაპის გათვალისწინებით.
ვიზუალური თხრობის ვორკშოპი — ირლანდიური ვიზუალური თხრობის პლატფორმა FemLens.
Artist Talk: იევგენი როპელი — გერმანელი ფოტოჟურნალისტი, რომელიც აუდიტორიას გაუზიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ფრილანსერობა იძლევა 21-ე საუკუნეში — როგორ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო მედიასთან.
დაჯილდოების ჩვენება 7 მაისს 22:00-ზე ქოლგას, თიბისის, At.ge-სა და Artarea-ს ფეისბუქ გვერდებზე გაიმართება.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები