პრობლემურია LGBT+ თემისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, ბინის მიქირავება — ომბუდმსენი
სახალხო დამცველის განცხადებით, 2020 წელს პრობლემური იყო პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსგენდერი ადამიანისთვის სათანადო ჰორმონული მკურნალობის უწყვეტად გაგრძელებისა და LGBT+ თემისთვის საბინაო სფეროში შექმნილი დაბრკოლებები.
ანგარიშის თანახმად, სადაც ომბუდსმენი თანასწორობის მდგომარეობას აფასებს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს LGBT+ თემის წევრების მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად შემცირდა.
ტრანსგენდერი პატიმრის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან ტრანსგენდერ პირთა საჭიროებების განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხი.
კერძოდ, სახალხო დამცველის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში განთავსებულ ტრანსგენდერ პირს, რომელსაც სქესის ტრანზიციის პროცესში მუდმივად ესაჭიროება ჰორმონული მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პენიტენციურმა დაწესებულებამ უარი განუცხადა მედიკამენტების მიწოდებაზე. მას ასევე ეთქვა უარი ენდოკრინოლოგის მომსახურებით სარგებლობაზე.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა უარის საფუძვლად დაასახელა, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროდ არ ჩაითვალა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ხოლო, მეორე მხრივ, დასახელებული არ ყოფილა კონკრეტული პრეპარატები, ასევე ვერ მოხერხდა ჩატარებული ჰორმონული თერაპიის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა", — ნათქვამია დოკუმენტში.
ომბუდმსენი მიუთითებს, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს ესაჭიროებათ განსხვავებული, მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება. აქ ნათქვამია, რომ ტრანსექსუალი, ტრანსგენდერი და არაკონფორმული გენდერის პირებისთვის სამედიცინო დახმარების სტანდარტების (SOC) თანახმად, ჯანდაცვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც ინსტიტუციონალიზებულ გარემოში ცხოვრობენ, იმ მომსახურების იდენტური უნდა იყოს, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა იმავე საზოგადოებასა და არაინსტიტუციონალიზებულ პირობებში რომ იმყოფებოდნენ.
სახალხო დამცველმა, გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს რეკომენდაციით მიმართა, რათა სათანადო ღონისძიებები გაატაროს, როგორც სპეციალიზებული ენდოკრინოლოგის მომსახურებით, ასევე, ჰორმონული მედიკამენტების შეუფერხებლად და უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად.
საბინაო სფეროში LGBT+ ადამიანების დისკრიმინაცია
ანგარიშმა გამოკვეთა, რომ პრობლემური იყო LGBT+ პირთა მიმართ მოპყრობა საბინაო სფეროში. ომბუდსმენის განცხადებით, რიგ შემთხვევებში, კერძო პირები უარს ამბობდნენ LGBT+ თემის წარმომადგენლებისთვის საჯაროდ შეთავაზებული უძრავი ქონების მიქირავებაზე.
სახალხო დამცველის თქმით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, თემის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ეკონომიკურ რესურსსა თუ სამუშაოზე წვდომა გართულებულია, რაც მათ საბინაო სფეროში მძაფრი პრობლემის წინაშე აყენებს.
"მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უძრავი ქონების აგენტის მხრიდან ტრანსგენდერი ქალისთვის ბინის მიქირავებაზე უარის შემთხვევა. როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა, აგენტი წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრებებით მოქმედებდა და მისი უარი რაციონალური გარემოებებიდან არ გამომდინარეობდა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა ამისა, ომბუდმსენი ასახელებს შემთხვევას, როცა სექსუალური ორიენტაციის და საქმიანობის სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დადგინდა კერძო პირის მიმართ, როდესაც მან LGBT+ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას საოფისე ფართი მისი საქმიანობის გამო არ მიაქირავა.
"გარდა ამისა, დისკრიმინაციის ფაქტები გამოვლინდა რამდენიმე ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც LGBT+ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, LGBT+ თემატიკაზე ღონისძიების ჩატარების მიზნით სივრცის გამოყოფაზე ფორმალურ არგუმენტაციაზე დაყრდნობით უთხრეს უარი", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევები
ომბუდსმენის განცხადებით, თვალშისაცემი იყო LGBT+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხე და აგრესიის დემონსტრირება.
კერძოდ, მთელი წლის განმავლობაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან Tbilisi Pride-ის ოფისის მიმართ სხვადასხვა სახის სამართალდარღვევას. ანგარიშის თანახმად, ორგანიზაცია ასევე მიუთითებს პოლიციის უმოქმედობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე, რის გამოც, თანამშრომლებს არ აქვთ უსაფრთხოების განცდა.
სახალხო დამცველი საუბრობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზეც, რომლის თანახმადაც:
- გამოძიება დაიწყო 2020 წლის 26 მაისს Tbilisi Pride-ის ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე;
- 2020 წლის 7 ივნისს, ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის და ამავე ოფისის კედლის შავი საღებავით და კვერცხებით დასვრის ფაქტზე ოთხი პირი ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად;
- 2020 წლის 21-22 ივლისს, ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის საღებავებიანი კვერცხებით დასვრისა და შენობის სადარბაზოში კვერცხების სროლის ფაქტებზე
სავარაუდო სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები; - სამართალდარღვევის ოქმი შედგა, აგრეთვე, 2020 წლის 3 აგვისტოს ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის საღებავებიანი კვერცხებით დასვრის ფაქტზე;
- 2020 წლის 24 სექტემბერს, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო Tbilisi Pride-ის ოფისის შენობისთვის მუქი ფერის საღებავების სროლის შემთხვევაზე;
- ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს 2020 წლის 20 სექტემბერს ოფისის სადარბაზოს მიმართულებით კვერცხების სროლის ფაქტზეც.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები