როცა თანხა აისახება, შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ — პროკურატურა მელიას გათავისუფლებაზე

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, On.ge დაინტერესდა, როდის მიმართავს პროკურატურა სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისიძების შეცვლის მოთხოვნით.
"პროკურატურის წინადადება ძალაშია, რასაც აჟღერებდა. ჯერჯერობით თანხა არ ასახულა და სხვა ინფორმაცია, ამ ეტაპისთვის არ გვაქვს [...] როცა აისახება, შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ", — აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომლის შუამავლობითაც გადაიხადა გირაო ევროკავშირმა, აცხადებენ, რომ პროცედურების დაწყებას თანხის ასახვა არ სჭირდება. ორგანიზაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ ევროკავშირისგან მიღებული თანხა, 40 000 ლარი უკვე გადარიცხეს თბილისის სააღსრულებლო ბიუროში. საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, თანხა დაახლოებით 15:00 საათისთვის გადარიცხეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები