არაჯანსაღი მეგობრობის 10 გამაფრთხილებელი ნიშანი
როგორც წესი, მეგობრები ჩვენი ცხოვრების დღეებს უფრო საინტერესოს, მნიშვნელოვანს, სახალისოს და უსაფრთხოს ხდიან. მსგავსი ძვირფასი ურთიერთობების დამსახურებით თავს გაცილებით იშვიათად ვგრძნობთ მარტო, მეტიც — ისეთ სერიოზულ პრობლემებთან გამკლავებაც კი გვიმარტივდება, როგორიც დეპრესიაა.
მიუხედავად ამისა, არსებობს მეგობრობის ისეთი ფორმებიც, რომლებიც ჩვენზე დადებითზე მეტად უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთ დროს ხშირად ვერც კი ვიაზრებთ, თუ როგორ აზარალებს არაჯანსაღი ურთიერთობა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას.
ამ სტატიაში რამდენიმე ყველაზე თვალშისაცემ და გავრცელებულ ნიშანს წარმოგიდგენთ, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ თქვენი მეგობრობა, დიდი ალბათობით, არაჯანსაღია და გარკვეული ნაბიჯების გადადგმას დაუყოვნებლივ მოითხოვს.
1. თუ მეგობარი ხშირად გამცირებთ
აქ არ იგულისხმება შეურაცხყოფის პირდაპირ მიყენება, უფრო გადაკრული სიტყვა, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი. იუმორი, ირონია და სარკაზმი ყველა კარგი მეგობრობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ თუ მეგობრის თუნდაც ძალიან სასაცილო შეფასებები ხშირად გაგრძნობინებთ თავს ცუდად, ამის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ მას. ხოლო თუ ამას არ გაითვალისწინებენ, მაშინ უფრო მკაცრი რეაქციაც უნდა გქონდეთ.
2. თუ მეგობარს საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია
კარგი მეგობრობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ერთმანეთს ენდობით და ყველაზე პირადული თემების განხილვაც კი არ გერიდებათ, მეტიც — პირველ რიგში სწორედ ერთმანეთს უზიარებთ ყველაფერს. თუ ეს ნდობა არ არსებობს, რადგან თქვენს მეგობარს უბრალოდ ჭორაობა უყვარს, ძალიან რთული იქნება იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელთანაც მუდმივად იმას ახსენებ თავს, რომ სიტყვები უნდა აკონტროლო.
3. თუ მეგობარი ყოველ ფეხის გადადგმაზე უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ
არა, მოუხერხებელი მეგობრები არ იგულისხმებიან: ქუჩაში აუცილებლად ფეხს რომ წამოკრავენ რაიმეს და ძლივს შეკავებული სიცილით რომ უნდა წამოაყენოთ. აქ არაფერია საგანგაშო, უფრო ისეთი ქმედებები იგულისხმება, როცა, მაგალითად, თქვენს ნივთს ითხოვებენ და უკან აღარ დაგიბრუნებენ ან საერთოდაც უნებართვოდ აკეთებენ ამას, თქვენ კი რაიმეს პირდაპირ თქმა გესიკვდილებათ და ისიც ამით სარგებლობს.
4. თუ მეგობარი მუდმივად სხვას გადარებთ
"X-ს უფრო დიდი ბინა აქვს, ვიდრე — შენ", "ეს კაბა მე უფრო მომიხდება", "Y-ის სტილი დაგამშვენებდა" — ეს მხოლოდ მცირე და შედარებით უწყინარი ჩამონათვალია იმ ფრაზებისა, რომლებითაც მეგობარი გაგრძნობინებს, რომ სათანადოდ სულაც არ გაფასებს.
5. თუ მეგობარი საკუთარი თავის წინ არავის და არაფერს აყენებს
ალბათ, ნებისმიერ ურთიერთობაში გარკვეულ დათმობებზე წასვლა ყველას გვიწევს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც პირადი კომფორტის ზონას არაფრის დიდებით დაირღვევენ, რადგან სხვისი გასაჭირი ნაკლებად ადარდებთ. სანაცვლოდ კი თქვენგან უფრო მეტის მოლოდინი აქვთ ხოლმე, თუ დახმარება თავად დასჭირდებათ.
6. თუ მეგობარი განუწყვეტლივ ცდილობს, რომ შეგცვალოთ
ყველა კარგ მეგობარს ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები. მეგობრობა პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთი სწორედ ისეთები გვიყვარს, როგორებიც ვართ, ხოლო თუ რომელიმე მეგობარი მუდამ იწუნებს თქვენს ცხოვრების სტილს, გადაწყვეტილებებს და მოსაზრებებს, თქვენ კი სულაც არ ფიქრობთ, რომ რამის შეცვლა საჭიროა, მაშინ აღარც არაფერია სალაპარაკო.
7. თუ მეგობარი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს და სანაცვლოდ არც კი ინტერესდება სხვისი ცხოვრებით
ასეთი ადამიანები იმდენად არიან საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, ხშირად არც კი ახსოვთ, რომ პრობლემები სხვებსაც აქვთ და სხვის ცხოვრებაშიც ხდება ცვლილებები. თუ ურთიერთობაში მუდმივად მსმენელის პოზიციაში ხართ და თქვენ სიტყვის ჩაკვეხებაც კი გიჭირთ, ასე დიდხანს ვერ გასტანთ.
8. თუ მეგობარი ზედმეტად ეჭვიანია
კი, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ, მათი მეგობრები სხვებთან თუ ატარებენ დროს ან საერთოდაც სხვა მეგობრები რომ ჰყავთ. მსგავსი დამოკიდებულება კი, ცოტა არ იყოს და, საშიშია.
9. თუ მეგობარი სხვების გარემოცვაში სულ სხვა პიროვნება ხდება
შესაძლოა, როცა მეგობართან დროს მარტო ატარებ, ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ როგორც კი სხვების გარემოცვაში აღმოჩნდებით, მას ვეღარ ცნობთ და ისიც კი არ იცით, ფეხი როგორ აუწყოთ მის ამ ცვლილებას.
10. თუ მეგობრის გვერდით საკუთარ თავს ვერ ცნობთ
თუ მეგობრის გვერდით ზედმეტად დაძაბული ხართ და მარტო დარჩენილს ის შეგრძნება გეუფლებათ, რომ ნიღაბი მოიხსენით და როგორც იქნა, ამოისუნთქეთ, მაშინ ამ ურთიერთობაში რაღაც ძალიან დიდი პრობლემა იმალება.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის თქვენი მეგობარი ამოიცანით, დროა, ამ ყველაფრის უკეთ გააზრება დაიწყოთ და შესაძლო პრობლემებზე პირდაპირ მას დაელაპარაკოთ. თუ ცვლილების იმედი არ გაქვთ, მაშინ ალბათ, თქვენთვისვე აჯობებს, რომ ეს ურთიერთობა დაასრულოთ.
ხოლო თუ ამ სტატიაში თქვენი თავი ამოიცანით და გინდათ, მეგობრობა შეინარჩუნოთ, მაშინ დროა, საკუთარ თავს პირდაპირ ჰკითხოთ, რას და რატომ აკეთებთ და მზად ხართ თუ არა, რომ უკეთესი მეგობარი გახდეთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები