მელია თუ წამოვა ენმ-დან და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, მაგარი იქნება — ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას დატოვებს და მესამე პოლიტიკურ ძალას შეუერთდება. როგორც ვაშაძე გადაცემა პოლიტ-ქალაში განმარტავს, ეს სრულად შეცვლის პოლიტიკურ პროცესს.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატად მელიას მხარდაჭერას, იგი ნაციონალურ მოძრაობის წევრებს "პოლიტიკურ სპეკულანტებს" უწოდებს. ვაშაძის თქმით, მას არსად უთქვამს, რომ მელიას მხარს არ დაუჭერდა და მხოლოდ ამბობდა, რომ ენმ-ს პარტიიდან საერთო-ოპოზიციურ კანდიდატის დაყენება წაგება იქნება.
"ნაცმოძრაობას ვერ გადავათქმევინებთ, ის თავის კანდიდატს დააყენებს. მე ვამბობ, იყოს მესამე ცენტრის კანდიდატი, რისთვისაც მე აქტიურად ვმუშაობ. უფრო მეტიც ვთქვი, რომ რამე არ გეგონოთ, მე ჩემს პერსონალურ ამბიციას გვერდზე გადავდებ-მეთქი. რას შვებიან ესენი? ვითომ არ იციან, რას ვლაპარაკობ, ხომ ვიცნობ მათ მოხარშულს ყველას. აი, მელიას უპირისპირდებაო. უფრო მეტს ვამბობ. მელია თუ წამოვა ნაცმოძრაობიდან და შემოუერთდება მესამე პოლიტიკურ ცენტრს, ძალიან მაგარი იქნება, ჩემი აზრით", — განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას, ვაშაძე ამბობს, რომ მათ ოპოზიციაში "ორკვირიანი დომხალი" მოაწყვეს, რაც მაგალითია იმის რომ მძიმე მდგომარეობაში არიან. მისივე შეფასებით, პარტიაში ცოტა პოლიტიკოსი დარჩათ:
"ისევ იმავეს დაუბრუნდნენ, ყოველთვის უნდათ აზრზე მონოპოლია. პირველ ღამეს შეცდომა დაუშვეს, ვერ გაიაზრეს ეს პროცესი ფართო ჭრილში, დაიწყეს თავდასხმები ამ შეთანხმებაზე, ოღონდ თვითონაც იციან, რომ მაგარი შეთანხმება არის, განა არ იციან, უბრალოდ თავდასხმები ამაზე დაიწყეს".
ამასთან, სტრაგია აღმაშენებლის ლიდერი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა "გადამგდებ ძალად" ჩამოყალიბდა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები