Coldplay-მ ახალი სიმღერის პრემიერა კოსმოსში გამართა
ბრიტანულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, Coldplay, წლების განმავლობაში უამრავი დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა გულშემატკივრებს, თუმცა, ამჯერად სამყაროდან გასვლა გადაწყვიტა, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით.
6 მაისს ბენდის ახალი სიმღერის — Higher Power-ის — პრემიერა, სანამ ის ციფრულ პლატფორმებზე გამოჩნდებოდა, საგანგებოდ შედგა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ფრანგი ასტრონავტის, ტომა პესკესთვის. ამდენად, კოსმოსში მყოფი პესკე პირველი იყო, ვინც კომპოზიციას მოუსმინა.
ასტრონავტს ვიდეოზარის საშუალებით ბენდის სოლისტი, კრის მარტინი, გაესაუბრა.
"ამჟამად არ შეგვიძლია, რომ დედამიწაზე ვინმესთვის დავუკრათ, ამიტომ, ვიფიქრეთ, მხოლოდ შენ მოგასმენინებდით", — უთხრა მარტინმა პესკეს, — "ერთი ადამიანისთვის გამართულ კონცერტს ჰგავს".
საუბრის დროს მუსიკალური ჯგუფის წევრი შეეხო კოსმოსის თემასაც და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ადამიანებისთვის სხვა პლანეტების მონახულება და შესწავლა "უფრო უსაფრთხოა", რადგან მათ დედამიწაზე არსებულის ყურების ეშინიათ. ამგვარად, მარტინმა სიმღერის მნიშვნელობის ახსნაც სცადა.
"ეს მართლაც ერთი დიდი ალეგორიაა", — აღნიშნა მომღერალმა, — "სიმღერა ჩვენს თავში ასტრონავტის პოვნაზეა; იმ ადამიანისაზე, რომელსაც საოცარი რაღაცების ჩადენა შეუძლია".
ცნობილი შვედი პროდიუსერის, მაქს მარტინის, შექმნილი კომპოზიცია, რომელსაც Coldplay-სთვის დამახასიათებელი ჰიმნის ჟღერადობა აქვს, კოსმოსური ატმოსფეროთია გაჯერებული და მსმენელს მართლაც უკიდეგანო სივრცეში აგრძნობინებს თავს. ის მოუწოდებს, მათი შესაძლებლობები და მიზანი აღმოაჩინონ.
იუთუბზე გამოქვეყნებულ სიმღერის ვიდეოში, თემატურად, მოცეკვავე უცხოპლანეტელების ჰოლოგრამებიც ჩანან.
Higher Power ბენდის მეცხრე, ჯერ კიდევ უსახელო სტუდიურ ალბომში შემავალი სიმღერაა. კომპოზიციის ლაივ-ვერსია Coldplay-მ უკვე შეასრულა American Idol-ში. ახალი სინგლით გახსნის ბენდი 2021 წლის Brit Awards-საც.
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
კომენტარები