ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე — ფესტივალ ნიკოსა და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი
მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონებს მოხატავს. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში ნიკოს ორგანიზებით უბნის სპორტული მოედნები გიგანტური ნახატებით დაიფარება. კალათბურთის სტადიონებს ცნობილი არტისტები მოხატავენ.
ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით 5 მოედანი გახდება. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.
"მოძრაობა ნიკოს სპეციფიკიდან გამომდინარე დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ.
სპორტული სტადიონები სიახლეა ჩვენს პორტფოლიოში. აქამდე ჩვენი მხატვრების ტილო მხოლოდ კედლები იყო და საკალათბურთო მოედანზე შესვლა ფრიად გვახარებს. ეს ერთის მხრივ ახალი გამოწვევაა არტისტებისთვის და ასევე დამატებითი საშუალება ჩვენთვის ხელი შევუწყოთ ქართული ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას მსოფლიო რუკაზე", — ამბობს მოძრაობა ნიკოს დამფუძნებელი, სანდრო კვანტალიანი.
"responsible.ge-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. ნიკოსთან თანამშრომლობით ორი, ხასიათით პრინციპში ძალიან ახლოს მდგომი, სფეროს გაერთიანებას და მხარდაჭერას ვცდილობთ — ქუჩის მხატვრობა და კალათბურთი. მოძრაობა ნიკო ფაქტობრივად ქუჩის გალერეებს ქმნის, სადაც თითოეულ ნახატში ავტორის მიერ ჩადებული მესიჯია გადმოცემული. ამჯერად ქუჩის გალერეები ქვეყნის მასშტაბით 5 სტადიონზე გაჩნდება. ახალი ღირსშესანიშნავი ადგილები კი გვჯერა, იმავე მოედანზე კალათბურთის თამაშის ინტერესს გაზრდის. ამისთვის მოხატულ სტადიონებზე სხვადასხვა შეჯიბრისა და შეხვედრის გამართვასაც ვგეგმავთ", —ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.
პირველი სტადიონი თბილისში, ვაზისუბანში იხატება. მოედნის ზედაპირი უკვე დამუშავებულია. სანდრო ციცქიშვილი აბსტრაქციას დავით მჭედლიშვილთან ერთად მესამე დღეა ხატავს.
"მე დანტე და კიდევ რამოდენიმე საინტერესო ადამიანი უკვე დიდი ხანია კოლაბორაციულ ხატვას მივსდევთ, ოღონდ დიდი ფორმატის ფურცლებზე. ამჯერად მოედანზე ერთ-ერთი ასეთი ნახატის ფრაგმენტი გადმოგვაქვს, რომელმაც კიდევ მეტი ტრანსფორმაცია განიცადა სპეციალირად ამ მოედნისთვის. ხატვის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, ძირს ხატვა საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო გამოწვევაა, რომლის სიღრმეებშიც ნელ ნელა შევდივართ", — ამბობს ციცქო.
ციცქო იგივე სანდრო ციცქიშვილი, 30 წლის, არტ დირექტორი. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა ბოლომდე არ მიუყვანია. შემდეგ მოხვდა ლონდონში, Central st.Martins College -ში, სადაც გრაფიკული დიზაინის ბნელ კუთხეებში საფუძვლიანად შეიჭყიტა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში უმუშავია ასობით სარეკლამო პროექტზე, მოუგია ბევრი პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული ჯილდო. დღეს ფიქრობს, რომ გააფართოვოს ვიზუალური დისციპლინების დიაპაზონი და ამჯერად თავი ქუჩის მხატვრობაში გამოსცადოს.
თბილისის გარდა პროექტის ფარგლებში კალათბურთის სტადიონები ბათუმსა და ქუთაისშიც მოიხატება. 4 სტადიონის ხატვის გეგმა უკვე გაწერილია. მეხუთე სტადიონის ლოკაციის წარდგენის და არჩევის შესაძლებლობა კი საზოგადოებას ექნება. მოძრაობა ნიკოსა და responsible.ge-ს გადაწყვეტილებით ზაფხულში პროექტის ბოლო სტადიონი ფეისბუქ გვერდზე ხმის მიცემით გამოვლინდება.
Responsible.ge ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები