საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან უსასფრთხოების ზომები და თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
"მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას", — წერია საელჩოს განცხადებაში.
იერუსალიმზე განხორციელებული სარაკეტო შეტევების შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა. საერთაშორისო მედია ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საპასუხო თავდასხმა ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიორიაზე განხორციელდა.
The Wall Street Journal ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზას სექტორში 21 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი გარდაიცვალა. ისრაელის თავდაცვის უწყება კი აღნიშნავს, რომ ჰამასის 8 ბოევიკი მოკლეს და ბავშვების გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობენ.
აღნიშნავს, რომ 2014 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ღაზას სექტორიდან იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
რამდენიმე დღეა იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირებაა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილიდან პალესტინელი ოჯახების გამოსახლების საფრთხე. როგორც BBC წერს, ძველ ქალაქში, დამასკოს კარიბჭესთან პალესტინელებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, ხოლო ოფიცრებმა წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
დაპირისპირება პარასკევს საღამოს დაიწყო, რა დროსაც პირველ ღამეს 200-ზე მეტი პალესტინელი და 17 ისრაელელი პოლიციელი დაშავდა. შაბათს შეტაკებები განახლდა დამასკოს კარიბჭესთან მას შემდეგ, რაც ათასობით მუსლიმმა ალ-აქსას მეჩეთთან ილოცა. მანამდე ისრაელის პოლიციამ გააჩერა ავტობუსები, რომლებსაც მომლოცველები მეჩეთისკენ გადაჰყავდა და რამდენიმე პალესტინელი დააკავა.
ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებში მონაწილე აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და გაერო შეშფოთებას გამოხატავენ მზარდი ძალადობის გამო. ამასთან, იორდანიამ დაგმო ისრაელის პოლიციის ქმედებები და ხელისუფლების ქმედებებს "ბარბაროსული" უწოდა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები