პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება — რა უნდა იცოდე
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. ბავშვების სკოლაში დარეგისტრირება მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს 13 მაისის 09:00 საათიდან 5 ივნისის 18:00 საათამდე ჩათვლით შეეძლებათ.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ
ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი: registration.emis.ge ან ისარგებლეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულით.
ეკრანზე არსებული ღილაკებიდან აირჩიეთ სასურველი, იმის გათვალისწინებით, თუ რა გსურთ — ბავშვის რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება ან რეგისტრაციის კოდის აღდგენა, სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილების ნახვა.
შესაბამის ველებში მიუთითეთ მოქალაქეობა, ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით, დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი".
მოსწავლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ველს არასწორად შეავსებთ, ეკრანზე შესაბამისი შეტყობინება გამოვა.
გაითვალისწინეთ, რომ "საქართველოს მოქალაქე/ბინადრობის მოწმობის მქონე" უნდა მონიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არეგისტრირებთ საქართველოს მოქალაქეს ან ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. "უცხო ქვეყნის მოქალაქე ბინადრობის მოწმობის არ მქონე" კი უნდა მონიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არეგისტრირებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან საქართველოში მცხოვრებ, ბინადრობის მოწმობის არ მქონე მოქალაქეს.
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შესაბამის ველებში მიუთითეთ ერთ-ერთი მშობლის (დედა/მამა/მეურვე/მზრუნველი) პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით, დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი".
გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონული ფოსტის გარდა, ეკრანზე არსებული ყველა ველის შევსება სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ველს არასწორად შეავსებთ, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ჩამოსაშლელი ველების საშუალებით, აირჩიეთ შესაბამისი რეგიონი, რაიონი, სასურველი სკოლა, სექტორი, ცვლა და სკოლის შენობა. რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით, დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი".
ყურადღება მიაქციეთ სკოლებში დარჩენილ თავისუფალი ადგილების რაოდენობას. გაითვალისწინეთ, მონაცემები იცვლება დინამიურ რეჟიმში. დარჩენილი თავისუფალი ადგილების ნახვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდზე: catalog.edu.ge
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის დასრულებამდე არჩეულ სკოლაში არსებული ლიმიტი ამოიწურა, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია პირი, რომელიც არეგისტრირებს ბავშვს.
ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს მიიღებთ როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე — ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.
რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციის კოდის აღდგენა
რეგისტრაციის გაუქმებისა ან რეგისტრაციის კოდის აღდგენის მიზნით, შეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით:
რეგისტრაციის გვერდზე (http://registration.emis.ge) არსებული ღილაკებიდან აირჩიეთ "რეგისტრაციის გაუქმება". შესაბამის ველებში მიუთითეთ მოსწავლის პირადი ნომერი, რეგისტრაციის კოდი და გაუქმების პროცედურის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი". რეგისტრაციის კოდის აღსადგენად კი, დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაციის კოდის აღდგენა".
რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, აუცილებელია უნიკალური კოდისა და მოსწავლის პირადი ნომრის მითითება, ხოლო რეგისტრაციის კოდის აღდგენის შემთხვევაში — მოსწავლის პირადი ნომრისა და მობილური ტელეფონის ნომრის.
შემდეგი ეტაპები — საბუთების წარდგენა
რაც შეეხება საბუთების წარდგენას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებლი. თუ ამ ვადებში შესაბამის დოკუმენტებს არ წარადგენთ, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში იქნება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეებს დაარეგისტრირებენ, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მშობლებს შეუძლიათ განცხადებები, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ელექტრონულად გადააგზავნონ ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას. სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.
აუცილებელი დოკუმენტები
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების სია კი ასეთია:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე;
- კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებმა მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ უნდა მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული ბრძანებით.
უწყება მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, დაუკავშირდით განათლების სამინისტროს, ნომერზე: (032) 2200220
ასევე, იხილეთ საჯარო სკოლების ელექტრონული ფოსტების მისამართები.
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები