გრეის ანატომია მე-18 სეზონით განახლდა
ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამედიცინო სერიალის გულშემატკივრებისთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: მე-17 სეზონი უკანასკნელი სულაც არაა და გრეის ანატომია ტელეეკრანებს მე-18 სეზონითაც დაუბრუნდება. სერიალის ვარსკვლავმა და პროდიუსერმა ელენ პომპეომ ხელშეკრულებას უკვე ხელი მოაწერა.
სერიალის გულშემატკივრები ღელავდნენ, რომ გრეის ანატომია მე-17 სეზონით დასრულდებოდა, რომელშიც კორონავირუსის პანდემიაა ასახული. ელენ პომპეო და შოუს თანაავტორი, კრისტა ვერნოფი ამბობდნენ, რომ შოუს მომავალი უცნობი იყო და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
საბედნიეროდ, გაურკვევლობა უკვე დასრულებულია. ელენ პომპეოსთან ერთად მე-18 სეზონში ჯეიმზ პიკენს უმცროსსა (რიჩარდ ვებერი) და ჩანდრა უილსონსაც (მირანდა ბეილი) ვიხილავთ. გრეის ანატომიის ახალი სეზონის გარდა, სერიალის სპინოფის, Station 19-ის მე-5 სეზონიც დაანონსდა.
"Station 19-მა და გრეის ანატომიამ საზოგადოებისთვის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო ისტორიის გამბედავად გაშუქებით რეალური გმირების პატივისცემა საოცრად მოახერხეს... ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი ნიჭიერი მსახიობებისა და გუნდის საოცარი მუშაობისა, რომელიც მაყურებლებს აერთიანებს და მოუთმენლად ველით, თუ როდის გავუზიარებთ გულშემატკივრებს კიდევ უამრავ მნიშვნელოვან მომენტს მომდევნო სეზონში", — აცხადებს კრეიგ ერვიჩი, Hulu Originals-სა და ABC Entertainment-ის პრეზიდენტი.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა მე-18 სეზონი საკულტო სერიალის ფინალი.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები