იანვარ-აპრილში ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა გაიზარდა

ფოტო: Freestocks.org / Pexels
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მოცულობა გაზრდილია.
საქსტატის ინფორმაციით, პირველ ოთხ თვეში უცხოეთში 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება გავყიდეთ, რაც 19,6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აპრილში საქართველოში 2,73 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი იმპორტრდა, რაც 10,1%-იანი მატებაა.
სტატისტიკის მიხედვით, 12,8%-ით არის გაზრდილი საგარეო სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი) და 3,93 მილიარდ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა), ის სავაჭრო ბრუნვის 39%-ს შეადგენს და 1,53 მილიარდი დოლარია.
მხოლოდ აპრილში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები — ამგვარი ზრდა, პირველ რიგში, იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს ეკონომიკამ ერთ-ერთი პირველი დარტყმა სწორედ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში მიიღო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ თვეში, 2020-ის აპრილთან შედარებით, ექსპორტი (378,3 მილიონი დოლარი) 70,2%-ით, ხოლო იმპორტი (749,1 მილიონი დოლარი) 56,5%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მოცულობა გაუმჯობესებულია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედრებითაც. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, 2019 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით, ექსპორტზე 5,3%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ. რაც შეეხება იმპორტს, ეს მაჩვენებელი ამავე პერიოდის ჭრილში 4,5%-ით არის შემცირებული.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები