დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 070, ხოლო გარდაიცვალა — 18 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 27 651, PCR-ით — 10 817.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,61%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 5,35%, ხოლო 7 დღის — 4,4%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა;
  • აჭარა — 117;
  • იმერეთი — 168;
  • ქვემო ქართლი — 54;
  • შიდა ქართლი — 41;
  • გურია — 39;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 73;
  • კახეთი — 42;
  • მცხეთა-მთიანეთი — 19;
  • სამცხე-ჯავახეთი — 16;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074 საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 373, აჭარაში — 467, იმერეთში — 502.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი, მათ შორის, თბილისში — 433, აჭარაში — 92, იმერეთში — 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი, მათგან თბილისში — 137, აჭარაში — 4, იმერეთში — 13.

730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 — თბილისში, 338 — აჭარაში. 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 63, ხოლო აჭარაში — 1.

სულ 6 ოქტომბრიდან — 13 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 644 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 19 452 პირი, აჭარაში — 1 831, იმერეთში — 1 401.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: