საქართველოს ბანკი ბიზნესს აგრომეურნეობის დაზღვევას სთავაზობს
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, მისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. იმისათვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულმა ბიზნესებმა შეძლონ მოსავლის დაზღვევა და დაგეგმილი ფინანსური სარგებლის მიღება, ამისათვის ბანკი მათ სწორ გადაწყვეტილებას - ალდაგის აგროდაზღვევას სთავაზობს.
საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად აგრობიზნესებისთვის შექმნილი პროდუქტი მოსავლის შემდეგ კატეგორიებზე ვრცელდება:
- ვაზი;
- მარცვლეული კულტურები;
- პარკოსანი კულტურები;
- ბოსტნეული კულტურები;
- ბაღჩეული კულტურები;
- ხეხილი;
- კენკროვანი კულტურები;
- კაკლოვანი კულტურები;
- სუბტროპიკული კულტურები;
- ციტრუსი;
აგრობიზნესების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შემდეგი რისკების დაზღვევას ითვალისწინებს:
- სეტყვა;
- წყალდიდობა;
- ქარიშხალი;
- საშემოდგომო ყინვა (ციტრუსისთვის).
გასათვალისწინებელია, რომ დაზღვევისას აგრობიზნესის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფოს სუბსიდიით. გადასახდელი პრემიის 70% კი მას სახელმწიფო დაუფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუკი ნაკვეთის მოცულობა აღემატება 5ჰა-ს, ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია მოახდინოს მეურნეობის დაზღვევა არასახელმწიფო დაზღვევის პირობებით. რომლის დროსაც, პოლისის სრული ღირებულება თავად ბიზნესმა უნდა დაფაროს. შესაბამისი ფინანსური რესურსის არქონის შემთხვევაში კი, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საჭირო ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო პოლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ ერთი თვის და არაუმეტეს 3 წლის ვადით (კონკრეტული წლის მოსავლის ციკლის გათვალისწინებით).
"იმისთვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ჩვენი პარტნიორი ბიზნესები კიდევ უფრო მშვიდად და დაზღვეულად გრძნობდნენ თავს გაუთვალისწინებელი რისკებისგან, ჩვენ მათ აგროდაზღვევა შევთავაზეთ. პროდუქტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესის განვითარებაში, ვინაიდან მისი დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება ისეთი ფაქტორების წინასწარ გათვლა და დაგეგმვა, როგორიცაა მოსალოდნელი მოსავალის თუ შემოსავალის მოცულობა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სიახლეების დანერგვასა და ბიზნესისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების შეთავაზებას", — განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
პროდუქტზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები