არ მაქვს საფუძველი, გავიდე "ოცნებიდან", თუმცა არის საკითხები, რომლებსაც არ ვეთანხმები — კახიშვილი
პარლამენტის დეპუტატი, კახა კახიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნებიდან წასვლის საფუძველი არ აქვს, თუმცა არის საკითხები რომლებსაც არ ეთანხმება. ფორმულასთან საუბრისას მან ისაუბრა, თუ რა ვითარებაში შეიძლება, პარტიის დატოვება მოუწიოს.
"ამ ეტაპზე არ მაქვს საფუძველი, რომ განვაცხადო, გავდივარ "ოცნებიდან". თუმცა არის საკითხები, რომელსაც არ ვეთანხმები. ვნახავ, როგორ იქნება როგორ დალაგდება. თუ ვნახავ, რომ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოჰყვება, მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ ვნახავ, რომ ჩემი საკითხი, ჩემი რესურსი ამოწურულია ქართულ ოცნებაში და მე იქ არაფერს წარმოვადგენ, ცხადია იმ პარტიაში ვერ დავრჩები, სადაც მხოლოდ ჩამთვლიან, რომ უპირობო შემსრულებელი ვარ", — განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, ის არ ეთანხმება გარკვეულ საკითხებს, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასავლასა და მაჟორიტარების რაოდენობის შეკვეცას:
"თვითმმართველობის არსი ისაა, რომ კომუნიკაციაში იყო ადამიანებთან. დღეს ამ სისტემით უშუალო კომუნიკაციაში არიან, ძირითადად, მაჟორიტარები".
კახიშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ერთ-ერთი ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რატომ გადაწყვიტეს გუნდში, რომ კახიშვილი უკანა რიგებში გადაეწიათ. კობახიძემ უპასუხა, რომ დეპუტატს პარლამენტში ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზეს, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო კახიშვილმა უარი განაცხადა.
"თუ არის რაიმე ინტერესი, სხვადსხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, ის საკმაო გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და, შესაბამისად, გვექნება მასთან კონსულტაცია", — განმარტა კობახიძემ.
კახიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა "ოთხ კაცში" გამართული საუბარი განხილვის საგანი და რატომ გახდა ამის გარეთ გატანა საჭირო.
"ამით კარგია ის მაინც, რომ დაადასტურეს ამით, რომ ჩემთვის საოცნებო თანამდებობა არაა. [...] რადგან ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომ კახიშვილი მიდის, გაუკვირდა, რატომ მიდის, აგერ თანამდებობა შევთავაზეთო. მეორე საკითხია, რომ მხოლოდ თანამდებობა არ არის ყოველთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი", — აცხადებს კახა კახიშვილი.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები